ხვიჩა კვარაცხელია Fifa 23-ში თებერვლის საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველი გარემარბი უკვე მეორედ იღებს ამ ჯილდოს. პირველად მან აგვისტოში გაიმარჯვა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას ეფექტურმა გამოჩენამ ნეაპოლსა და მის გარეთ, ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგეხსენებათ, ის მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც უნიკალური შედეგია — ადრე ერთი ფეხბურთელი თვის...
ჭდე: ფიფა
დაბრუნება 100 წლის შემდეგ…
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიფაში ერთობლივი განაცხადი სამხრეთ ამერიკის ოთხმა ქვეყანამ – არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ შეიტანა. სამხრეთ ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დააბრუნებენ იქ, სადაც ეს ტურნირი პირველად გათამაშდა – კერძოდ, ურუგვაიში. აღნიშნული ოთხეულის გარდა ტურნირის ჩატარებაზე ასევე ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას ესპანეთი/პორტუგალია (დიდი ალბათობით, მათ უკრაინაც დაემატება) და...
რუსეთი ევროპიდან მიდის…
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა. „საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“,...
ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!
ფიფამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ გულშემატკივრებისთვის მიმართვის ნება არ დართო. პლანეტაზე ფეხბურთის უსტაბაშმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ფეხბურთის მოედანი პროტესტის ადგილად არასდროს გადაიქცევა. ზელენსკის უნდოდა შემთხვევით ესარგებლა და „ლუსაილ სთედიუმზე” ვიდეომიმართვით ჩართულიყო.
ვენგერს ზამთარი მოსწონს…
ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს. „თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში მონდიალის გამართვა სავსებით შესაძლებელი და მისაღებია. გეთანხმებით, რომ ნაკრებების უმრავლესობას ცოტა დრო ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად,...
ჯანი ისევ თავში
ფიფას ახლანდელი პრეზიდენტი, იტალიელი ჯანი ინფანტინო, თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2023 წლის მარტში დანიშნულ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი სწორედ ინფანტინო იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში G20-ის სამიტზე დამსწრე ინფანტინომ, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა, ყატარის მუნდიალის მიმდინარეობის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდეს. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთი ადამიანების გამაერთიანებელი ფენომენია...
ირანი უნდა მოიკვეთოს!
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. ცნობილი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობისა და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო უნდა მიიღონ. „ირანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი“, – თქვა ბლატერმა. ცოტა ხნის წინ ფიფა-ს,...
უკრაინამ, ირანი გაისროლეთო…
უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ფიფას თხოვნით მიმართა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ირანი იარაღს აწვდის რუსეთს, რითაც ფიფას წესდების 3 და 4 პუნქტებს არღვევს. ეს პუნქტები ორგანიზაციის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვას და დისკრიმინაციასთან ბრძოლას ავალდებულებს.
ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს
ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი. გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები...
კამერა გასახდელში
სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება. „ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები. ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან. სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას...









