ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობენ: ფიფასა და თამაშის წესებზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია IFAB-ს თამაშგარე მდგომარეობის გადასხვაფერება დასჯდომიათ ჭკუაში. იდეა ლეგენდარულ არსენ ვენგერს ეკუთვნის და მიზნად შეტევის წახალისებას ისახავს. ვენგერსა და მის მხარდამჭერებს უნდათ, რომ ფეხბურთი უფრო უხვგოლიანი და სანახაობრივი გახდეს. კერძოდ, მოსაზრება ასეთია: თანამსაჯმა ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში აწიოს, თუ შემტევი ფეხბურთელის სხეული მცველის სხეულზე მთლიანად წინ...
ჭდე: ფიფა
დე ლაურენტისი იუვენტუსს ვერ ერევა
ფიფამ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს 2025 წლისთვის დანიშნულ, ახალი ფორმატის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და თავის ოფიციალურ X პლატფორმაზე (ეს სოციალური ქსელი ადრე „ტვიტერის” სახელით იყო ცნობილი) ჩამოთვალა გუნდები, რომელთა შეჯიბრებაში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კარგა ხანია დადგენილია, რომ იტალია წარდგენილი იქნება ორი კლუბით. ამ ორიდან ერთი იქნება „ინტერი”, მეორე კი „იუვენტუსს”, „ნაპოლისა” და...
საბარათე სისტემის ამბები
ფიფამ გლაზგოში, გენერალური ასამბლეის დღეს, ჯერ კიდევ საკითხის განხილვამდე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლურჯ ბარათს არ შემოიღებს. მოგეხსენებათ, არსებობს იდეა წითელი და ყვითელი ბარათების გარდა მსაჯები აღჭურვონ ლურჯი ბარათითაც, რომლის ძალითაც ისინი ფეხბურთელებს 10 წუთით გააძევებენ მოედნიდან. იდეის ავტორები ამბობენ, რომ არბიტრებმა ეს ბარათი უნდა ამოიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ემოციურად აპროტესტებს რაღაცას ან ტაქტიკური...
ბობანმა უეფაში წყალი აამღვრია
ხორვატიის ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ვარსკვლავი, 55 წლის ზვონიმირ ბობანი უეფას ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი გახლდათ ორგანიზაციის პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განზრახვა 8 თებერვალს პარიზში დანიშნულ ყრილობაზე შეცვალოს წესდება და თანამდებობაზე 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ისევ იყაროს კენჭი. წესი, რომლის თანახმადაც ერთ ადამიანს უეფას პრეზიდენტად მუშაობა 12 წელზე მეტხანს არ შეუძლია 2017 წელს თავად...
ინგლისი იოლად არ დათმობს
გუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება...
საქართველო ერთით უკან
ფიფას განხლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაქვეითდა. ეროვნული გუნდი ოქტომბერში თუ 76-ე იყო, ახლა 77 ადგილზეა და სალვადორსა და ჰონდურასს შორის აღმოჩნდა. პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა – მესამე და მეოთხე ადგილზე ინგლისი და ბელგია ავიდნენ, ბრაზილიამ კი ორი პოზიციით უკან დაიხია და დღეის მდგომარეობით მეხუთეა. ასევე, ადგილები ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ გაცვალეს – ახლა პორტუგალია მეშვიდეა, ნიდერლანდები...
ხვიჩა ფიფა-ს კანდიდატებში…
ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული მოთამაშეების სია გამოქვეყნა, რომელიშიც იტალიის სერია A-დან ორი ფეხბურთელი მოხვდა, ერთი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, მეორე – ვიქტორ ოსიმენი. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, ნომინანტთა შორისაა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი. ფიფას წლის...
ჯიდა 2023
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ დაადასტურეს, რომ 2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. გადაწყვეტილება ფიფას დელეგაციის ჯიდაში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ტურნირი 2023 წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. „მოხარულები ვართ, რომ ჯიდა, თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და რეპუტაციით, ...
ჯანი ვინის ქომაგი
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო წუხელ, ესპანეთის პრიმერაში მომხდარ ახალ რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელიც 35-ე ტურში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის (1:0) მატჩისას ატყდა. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელ თავდამსხმელ ვინისიუსს და მსგავს სიტუაციებთან გამკლავების პროცედურა გამოაქვეყნა. „სრულად ვუჭერ მხარს ვინისიუსს. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის და ფიფა სოლიდარულია ყველა მოთამაშის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება....
ინფანტინო მესამედ…
ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს – მისი უფლებამოსილება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. პრეზიდენტის არჩევნები ფიფა-ს 73-ე კონგრესზე გაიმართა, რომელსაც რუანდის დედაქალაქი კიგალი მასპინძლობდა. ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. 52 წლის შვეიცარიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წლიდან უდგას სათავეში. 2019 წელს ხელმეორედ აირჩიეს ამ პოსტზე და მაშინაც უალტერნატივო კანდიდატი იყო.









