როგორც ჩანს, უეფა არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს. ჯერ იყო და სუპერლიგის შექმნელებს დაერია და ტურნირი ჩაუშალა, ახლა არის და ფიფასთან კინკლაობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ არ ჩატარდეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მხარდამჭერიც ჰყავს – კონმებოლი, სამხრეთ ამერიკის კონფედერაცია. რამდენიმე დღის წინ ფიფამ გააჟღერა, რომ თუ უეფა და კონმებოლი მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში...
ჭდე: უეფა
რამოსი რეალთან სიკვდილამდე იბრძოლებს
„რეალის“ ლეგენდამ, ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეიძლება მადრიდელი თაყვანისმცემლები გაანაწყენოს. „პარი სენ ჟერმენი“ ის კლუბია, რომელიც მენდო და მის გამო ნებისმიერ მეტოქესთან სიკვდილამდე ვიბრძოლებო, თქვა ვეტერანმა მას მერე, რაც უეფას არეულ-დარეულმა და ერთ დღეში ორჯერ ჩატარებულმა კენჭისყრამ პარიზელებს მაინცდამაინც „რეალი“ შეახვედრა. არადა, წილისყრის პირველი, გაუქმებული შედეგების მიხედვით პსჟ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შებრძოლებოდა — მსოფლიო მას...
ევროპამ სუპერლიგა იუარა
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-მა წერილობით აცნობა ევროსაბჭოს სასამართლოს, რომ საფეხბურთო სუპერლიგის წინააღმდეგნი არიან. ეს მადრიდის სასამართლოს მოთხოვნით მოხდა, რომელიც დაინტერესდა, აქვთ თუ არა ფიფას და უეფას მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება. სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ესპანეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენელ სამ კლუბსაც (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) დღემდე არ უთქვამს უარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე. ელოდებიან, რომ...
უეფამ ინგლისი დასაჯა
უეფამ ინგლისი დასაჯა. ქვეყნის ეროვნულ გუნდს უმაყურებლო სტადიონზე მოუწევს თამაში. მიზეზი: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალზე ხალხის ორგანიზებულად შეშვება ვერ შეძლო, რასაც უწესრიგობა მოჰყვა. შეგახსენებთ, ლაპარაკია „უემბლის“ სტადიონზე. ინგლისელებს მაყურებლის გარეშე ივნისში, ერთა ლიგის შეხვედრაში მოუწევთ თამაში. ვინ იქნება მეტოქე, 16 დეკემბერს, კენჭისყრაზე გაირკვევა. ამ სასჯელის გარდა, უეფამ ინგლისელებს გამოსაცდელი ვადაც დაუთქვა....
ვისია? ვისია? 2030
ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთობლივი განაცხადი 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, სავარაუდოდ ვერ გაიმარჯვებს. ირკვევა, რომ უეფა ბრიტანეთსა და ირლანდიას ევრო 2028-ს სთავაზობს, ფიფამ კი ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონატს შეეშვით და სანაცვლოდ აგერ, უეფა ევროპის ჩემპიონატს მოგცემთო. ირლანდიის მთავრობაში შეიტყვეს, რომ ფიფას 2030 წლის მუნდიალი ესპანეთისა და პორტუგალიისთვის უნდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ევრო 2028-ის ირლანდიასა და...
ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
ევროპის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნებაზე აშკარად არ იყო და საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: „გაისად, ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატი გველის. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატებია ივნისამდე, რასაც ერთა ლიგის ოთხი შეხვედრა მოჰყვება. ეს არანორმალური გრაფიკია, რომლის შემდეგაც ორკვირიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტრავმიანობა მოიმატებს. ფიფა და უეფა სწორედ...
ახალი თასი
უეფამ და კონმებოლი დამეგობრდნენ და ერთმანეთში ახალ თასს გაათამაშებენ – 2022 წლის ივნისში ერთმანეთს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები შეხვდებიან. ამ ტურნირების ბოლო გამარჯვებულები კი იტალიისა და არგენტინის ნაკრებები არიან. სწორედ ისინი შეუდგებიან ახალი თასის გამარჯვებულის ათვლას. ახალი თასის გარდა, ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მამებს შორის შეთანხმება, ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში,...
უეფამ უკან დაიხია
უეფამ განაცხადა, რომ ის სუპერლიგის ინიციატორ და დღემდე მის ერთგულ სამ კლუბს, „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ყოველგვარ სანქციებს უხსნის. ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა. ზემოხსენებულმა სამმა კლუბმა უეფას სიმკაცრის მიუხედავად უკან...
ახალი რევოლუციონერი
გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დარჩნენ. თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო...
ახალი დანიური დინამიტი
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სუპერდამაჯერებლად გამოიყურება დანიის ნაკრები, რომელმაც მიჯრით მეექვსე გამარჯვება ისრაელთან (5:0) მოიპოვა. მანამდე 49 წლის კასპერ ულმანის შეგირდებს უკვე დამარცხებული ჰყავდათ იგივე ისრაელი (2:0), მოლდოვა (8:0), ავსტრია (4:0), შოტლანდია (2:0) და ფარერები (1:0). 6 შეხვედრაში 22 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი ბრწყინვალე შედეგია და რა გასაკვირია, რომ ეს გუნდი უახლოეს მდევარ...









