უეფამ სიმკაცრე გამოავლინა და პირველად კოვიდსაფეხბურთო ისტორიაში გუნდს წაგება ჩაუთვალა, შედეგად კონფერენციის ლიგიდან მოკვეთა. ეს გუნდი ლონდონის „ტოტენჰემია“.
უეფამ „ტოტენჰემს“ წაგება „რენთან“ გადადებულ შეხვედრაში ჩაუთვალა. ლონდონელების ბანაკში კოვიდ 19 დიდი დოზით შევიდა, რის გამოც რამდენიმე თამაშის გადადება მოუწიათ. მათ შორის იყო უეფას ეგიდით ჩასატარებელი მატჩი. ლონდონელები გადათამაშებას ითხოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ წაგება ჩაუთვალეს და კონფერენციის ლიგიდანაც გავარდნენ.
![]()
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
