დინამომ სეზონი დაიწყო

Home აქეთურ-იქითური დინამომ სეზონი დაიწყო
დინამომ სეზონი დაიწყო

No description available.გასულ სექტემბერს „დინამო“ თბილისში ახალი სპორტული დირექტორი, ყოფილი დინამოელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი მივიდა. ის გამოცდილი მენეჯერია. ბოლოს სოლიგორსკის „შახტარში“ მუშაობდა ამავე თანამდებობაზე და წარმატებითაც. ბელარუსულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო.

მაშინ „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა მას და ახალ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს.

სეზონი დამთავრდა და აი, წინა დღეებში, დინამოელებმა უკვე ორი ახალი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. ესენი არიან 23 წლის უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი და 21 წლის ნიგერიელი მცველი სტეფენ ბიტოკი.

ბილენკი ბოლოს ბრესტის „დინამოში“ ირიცხებოდა, ბიტოკი კი  პოლონურ „იაგელონიაში,“ თუმცა მანამდე ბელარუსულ, მინსკის რეგიონის „ისლოჩის“ და ნიგერიული „ჯი-ლექის“ აკადემიის ღირსებას იცავდა.

No description available.უკრაინელს კონტრაქტი 2+1 სისტემით გაუფორმეს. ნიგერიელი კი  თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით იასპარეზებს, შემდეგ „დინამოს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

როგორც ხედავთ, ორივე ფეხბურთელს ბელარუსულ კლუბებში უთამაშია. ანუ, როგორც ჩანს, რეხვიაშვილმა მისთვის კარგად ნაცნობი ბელარუსული საფეხბურთო ბაზრიდან დაიწყო „დინამოს“ დაკომპლექტება. ცხადია, ამას კახა ცხადაძესათან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა.

ვნახოთ, მისი გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. არადა, ბოლო წლების განმავლობაში „დინამოში“ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ არასწორი სელექცია გახლდათ. მოვიდა და წავიდა უამრავი საეჭვო კვალიფიკაციის ლეგიონერი, რომლებსაც გუნ დისთვის არაფერი მიუციათ და მათი გვარებიც აღარც გვახსოვს.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.