გასულ სექტემბერს „დინამო“ თბილისში ახალი სპორტული დირექტორი, ყოფილი დინამოელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი მივიდა. ის გამოცდილი მენეჯერია. ბოლოს სოლიგორსკის „შახტარში“ მუშაობდა ამავე თანამდებობაზე და წარმატებითაც. ბელარუსულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოიგო. მაშინ „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა მას და ახალ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს. სეზონი დამთავრდა და...
