როგორც ჩანს, ფიფასა და უეფას შორის დავა კიდევ გაგრძელდება. ბოლო პერიოდში ორივე მძლავრი ორგანიზაცია ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებით გამოდიან.
ბოლო სიტყვა ფიფაზე იყო, რომელმაც უეფას მიერ ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთა ლიგაში სამხრეთამერიკული კლუბები ითამაშებენ, პასუხი გასცა.
პასუხი საკმაოდ მკვახეა და კატეგორიული – ფიფა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებს ერთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფას ხელმძღვანელები იმდენად განრისხებული არიან, რომ გამორიცხული არაა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სუპერლიგის მსგავსი ტურნირის ნაკრებებისთვის შექმნის იდეით გამოვიდეს.
ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ვირტუალური სამიტი გაიმართება, რომელსაც ფიფა უმასპინძლებს და საკუთარ პოზიციას გააჟღერებენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
