შვიდი გოლი ვალენსიურ დერბიში

Home კატეგორიის გარეშე შვიდი გოლი ვალენსიურ დერბიში
შვიდი გოლი ვალენსიურ დერბიში

ეს იყო ვალენსიური დერბი, რომელსაც ესპანეთის სიდიდით მეოთხე ავტონომიურ რეგიონში ბოლო დღეები მოუთმენლად ელოდნენ. დერბიმ გაამართლა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა (ამ შეხვედრაში გიორგი კვლავ თადარიგში იყო), 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა და სტუმრად 4:3 მოუგო „ლევანტეს“, რომელიც საშინელ ანტირეკორდს ამყარებს — ლა ლიგაში უკვე 26 თამაშია არ მოუგია.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ბურთს მასპინძლები ფლობდნენ. ხოსე კამპანიამ 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა — პენალტს არტყამდა; იასპერ სილესენმა აუღო, კამპანიამ კი დაამატა.

სამ წუთში როხერ მარტიმ მეორე შეაგდო.

შემდეგ კი „ვალენსიას“ ჯერი დადგა. პირველი ტაიმის მიწურულს გონსალო გუედეშმა შეამცირა სხვაობა, შესვენების შემდეგ კი კარლოს სოლერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა.

ერთი ხნის შემდეგ ისევ ამ ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი — სოლერმა წინ გაიყვანა „ღამურები“, გუედეშმა კი მეოთხე შეაგდო.

თუმცა, ეს შეხვედრის ბოლო გოლი არ აღმოჩნდა — ჩრდილო მაკედონიელმა ენის ბარდიმ 90+1 წუთზე „ლევანტეს“ გულის მოსაფხანი დაამატა.

„ვალენსია“ 18 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ლევანტეს მიმდინარე სეზონის 18 შეხვედრიდან ერთიც არ მოუგია, 8 ფრე აქვს ნათამაშები და ისე ჩანს, რომ გავარდნას ვერ გადარჩება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.