რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკრაინაში შეჭრის და საბრძოლო მოქმედებების დაწყების კვალად, უეფამ პარასკევს, 25 თებერვალს, საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც ორგანიზაციის წევრები „საკითხს გაანალიზებენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.“
„ასოშიეითედ პრესი“ სანდო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს „გადაწყვეტილება“ სწორედ რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის სახელობის, სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენისთვის“ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების უფლების ჩამორთმევა იქნება.
ამ პროტესტის ინიციატორები ბრიტანეთის მთავრობა და ევროპის გულშემატკივართა დაჯგუფება Fans Supporters Europe არიან.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება თუ მატჩი ლონდონის „უემბლიზე“ გაიმართება. მანვე დასძინა, რუსეთს, რომელიც სუვერენულ ქვეყანას თავს ესხმის, მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უფლება არ უნდა ჰქონდესო.
ფინალი 28 მაისსაა დანიშნული.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
