ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე მოგებათა სერია ვეღარ გააგრძელა და მეოთხედფინალში ავსტრიელ ალექს დე მინართან დამარცხდა – 2:6, 4:6. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ პირველ სეტში ბრძოლა არ შედგა. ჩვენებურმა ორი მოწოდება და სეტი დაუთმო მეტოქეს. მეორე სეტიც დე მინარის ბრეიკით დაიწყო. მართალია, ბასილაშვილმა ეგრევე დაიბრუნა, მაგრამ ავსტრიელმა მეხუთე გეიმში ბრეიკი ისევ გაახერხა და ქართველმა მატჩის შემობრუნება ვეღარ...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი მოგებებს აგროვებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მართალია, თურქეთში 250-იანი ტურია, მისი საპრიზო ფონდი მხოლოდ 361.800 ევროა და ნიკოლოზსაც არცთუ რთული მეტოქეები შეხვდა, მაგრამ გასული წლის შემდეგ ჩვენებურს მოგების გემოს გახსენება ნამდვილად ჭირდებოდა. ბასილაშვილმა, პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია, ამჯერად ნიკამ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს (309-ე) აჯობა – 7:6, 6:4. პირველ სეტში...
ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა
როგორც იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების გემო გაიხსენა. ბოლოს ჩვენებურმა 10 თვის წინ იმარჯვა დევისის თასზე, ხოლო ATP-ს ტურნირებზე 2020 წლის 25 თებერვლის მერე არ მოეგო. ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ კი, შობას, ანთალიაში იტალიელ ანდრეა არნებოლდს მოუგო – 4:6, 7:5, 6:1. რეიტინგში 40-ე ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი და მეტოქესთან ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ძალიან...
ბასილაშვილი წელს არნაბოლდით იწყებს
ზედიზედ 11 შარშანდელი მარცხის შემდეგ კორტს ანტალიაში დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ანტალიაში მაინც და მაინც ძლიერ შემადგენლობას არ მოუყრია თავი. ამის დასტურია ისიც, რომ რეიტინგში მე-40 ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 361.800 ევროა. პირველ წრეში 28 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება, რომელიც რეიტინგში 267-ე ჩოგანია....
ბასილაშვილი მეთერთმეტედ დამარცხდა
სოფიაში მიმდინარე ATP-ს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი საწყის ეტაპზე შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუსლერს დაუპირისპირდა და 150-ე ჩოგანთან 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი უშანსოდ წააგო – 1:6. მეორეში თანაბარი ბრძოლა იყო, 4:4 ისე გახდა, რომ ჩოგბურთელებს არ შექმნიათ. აქ ბასილაშვილმა ჯერ თავისი, შემდეგ კი მეტოქის მოწოდება აიღო და სეტი 6:4 მოიგო. მესამე სეტში საქმე ტაი ბრეიკამდე...
ბასილაშვილის მორიგი ნული
პარიზის ჰარდის კორტებზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდა და 2 სეტში – 4:6, 2:6 დამარცხა. ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში 4:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე აღარაფერი გამოდიოდა და გეიმიც კი არ მოუგია. მეორე სეტში ნიკამ პირველივე მოწოდება დათმო. მართალია, იქვე დაიბრუნა, მაგრამ გერმანელმა მაინც იოლად მოიგო – 6:2. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ATP-ის ეგიდით...
ბასილაშვილს სეტი მოენატრა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 25 თებერვალს მოიგო და ეს დუბაის ტურნირზე ლატვიელ რიკარდას ბერანკისთან მოხდა. მას შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ 11 მატჩი წააგო, აქედან რვა – სეტის მოუგებლად. ბასილაშვილს ბოლო თამაში ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ჰქონდა, რომელიც რეიტინგში 104-ე ჩოგანია. ქართველი კი იქაც ორ სეტში დამარცხდა – 6:7, 2:6 დამარცხდა.ნიკამ პირველ სეტში მეტოქე...
უსეტო ბასილაშვილი
აგერ უკვე რვა თვეა, საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს მატჩი არ მოუგია, უკაცრავად, მატჩი არა – სეტი. ნიკას ბოლო წარმატება 25 თებერვლით თარიღდება. მართალია, შემდეგ ხუთი თვე პანდემიის გამო ყველა ტურნირი გაჩერებული იყო, მაგრამ კორტს მიბრუნებულმა ბასილაშვილმა ATP-ს ეგიდით ჩატარებულ შვიდ ტურნირზე საწყისი შვიდი მატჩი ისე წააგო, სეტიც არ მოუგია. ამას დაუმატეთ ორი საგამოფენო მარცხიც...
ბასილაშვილმა ჰამბურგიც წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილი აშკარად არ არის სათანადო სათამაშო ფორმაში. პანდემიის შემდეგ განახლებულ ტურნირებზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ მეხუთე ტურნირზე ერთი სეტიც კი ვერ მოიგო. ბასილაშვილმა დღეს ჰამბურგში წააგო – იქ, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა და ლამის საკუთრად მიაჩნდა. ჩვენებური ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში – 4:6, 3:6 დამარცხდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა 1:2-ზე...
მსაჯები მტრებმა ჩაანაცვლეს
ნიუ-იორკში აშშ-ის ღია საჩოგბურთო პირველობა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა, თუმცა ამჯერად სულ სხვა თემაზე გავაკეთებთ აქცენტს. აშშ-ის წლევანდელი პირველობა პირველი ელიტური ტურნირია, სადაც კომპიუტერებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ხაზის არბიტრები. სრულფასოვანი 10-კაციანი ბრიგადა მხოლოდ პირველ ორ კორტს ემსახურება, დანარჩენ კორტებზე კი კოშკურის მსაჯს 10 კამერა და...









