აგერ უკვე რვა თვეა, საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს მატჩი არ მოუგია, უკაცრავად, მატჩი არა – სეტი.
ნიკას ბოლო წარმატება 25 თებერვლით თარიღდება. მართალია, შემდეგ ხუთი თვე პანდემიის გამო ყველა ტურნირი გაჩერებული იყო, მაგრამ კორტს მიბრუნებულმა ბასილაშვილმა ATP-ს ეგიდით ჩატარებულ შვიდ ტურნირზე საწყისი შვიდი მატჩი ისე წააგო, სეტიც არ მოუგია. ამას დაუმატეთ ორი საგამოფენო მარცხიც და…
საშინელ ფორმაშია ქართველი ჩოგბურთელი და ეს „როლან გაროსზეც“ გამოჩნდა, სადაც ბასილაშვილმა მსოფლიოს 84-ე ჩოგან ტიაგო მონტეიროსთან (ბრაზილია) სამ სეტში წააგო – 5:7, 4:6, 2:6.
მატჩი 2 საათსა და 7 წუთში დამთავრდა…
ბასილაშვილს ოჯახური პრობლემები აქვს და წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ეს უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ჩოგბურთელებთანაც ასე არ უნდა აგებდეს…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
