ზედიზედ 11 შარშანდელი მარცხის შემდეგ კორტს ანტალიაში დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ანტალიაში მაინც და მაინც ძლიერ შემადგენლობას არ მოუყრია თავი. ამის დასტურია ისიც, რომ რეიტინგში მე-40 ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 361.800 ევროა.
პირველ წრეში 28 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება, რომელიც რეიტინგში 267-ე ჩოგანია. მისი ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეტოქე თურქ ალტუგ ჩელიკბილეკსა (309-ე ჩოგანი) და პოლონელ კასპერ ჟუკს (262-ე) შორის გამარჯვებული იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენებურს მშვენირი ბადე ერგო და მინიმუმ ორი ეტაპი უნდა გაიაროს, შემდეგ კი მისი მეტოქე, სავარაუდოდ, ავსტრალიელი ალექს დე მინორი (23-ე) უნდა იყოს. ცხადია, თუ თავად კუნძულელმა არ მოინდომა რამე სენსაციის გამოცხობა.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას და დუეტში გერმანელ ანდრე ბეგემანთან გავა კორტზე. მეტოქეებად კი მასპინძლები უმუთ აკოინი და მერტ ნაჩი ტურკერი ეყოლებათ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
