ავსტრალიის ღია პირველობას რაფა ნადალი რომ გამოეთიშა, „დიდი მუზარადის“ ტურნირების 21-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შანსი აქვს ესპანელ ჩოგბურთელს ტიტულებით დაეწიოს. ამისაკენ სერბი ტრავმირებულიც წარმატებით მიიწევს. 35 წლის ნოლემ მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში კი დაამარცხა, მაგრამ ორჯერ კორტზე ექიმების გამოძახება მოუხდა. მატჩი სამ საათს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა – ნოლემ საათსა...
ჭდე: ალექს დე მინორი
ბასილაშვილი მოგებებს აგროვებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მართალია, თურქეთში 250-იანი ტურია, მისი საპრიზო ფონდი მხოლოდ 361.800 ევროა და ნიკოლოზსაც არცთუ რთული მეტოქეები შეხვდა, მაგრამ გასული წლის შემდეგ ჩვენებურს მოგების გემოს გახსენება ნამდვილად ჭირდებოდა. ბასილაშვილმა, პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია, ამჯერად ნიკამ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს (309-ე) აჯობა – 7:6, 6:4. პირველ სეტში...
ბასილაშვილი წელს არნაბოლდით იწყებს
ზედიზედ 11 შარშანდელი მარცხის შემდეგ კორტს ანტალიაში დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ანტალიაში მაინც და მაინც ძლიერ შემადგენლობას არ მოუყრია თავი. ამის დასტურია ისიც, რომ რეიტინგში მე-40 ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 361.800 ევროა. პირველ წრეში 28 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება, რომელიც რეიტინგში 267-ე ჩოგანია....


