ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4.299.205 დოლარია, ხოლო გამარჯვებული 1.000 ქულას მიიღებს. ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ორი ადგილით დაქვეითდა და ახლა რეიტინგში 38-ე ჩოგანია, ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი. ეს იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა ჩოგბურთელმა მაიამიში თამაშზე უარი თქვა, მათ შორის დიდმა სამეულმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილმა დუბაი დასაწყისში წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი ამერიკელ ტაილორ ფრიცთამ შეხვედრით დაიწყო და დაამთავრა. ქართველი ჩოგბურთელი 6:4, 3:6, 6:7 დამარცხდა. არადა, პირველი სეტი ბასილაშვილის იყო. ჩვენებურმა მეშვიდე გეიმში მოწოდება აართვა მეტოქეს და შემდეგ მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე – 6:4. მეორე სეტის დასაწყისი თანაბარი იყო, შემდეგ ბასილაშვილმა შეცდომა დაუშვა, მეტოქეს მოწოდება მისცა და ანგარიში გათანაბრდა. მესემე სეტის ბოლომდე თანაბარი...
დოჰა ბასილაშვილის არის
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში 7:6, 6:2 დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ჩვენებურმა 7:4 მოიგო. მანამდე კი ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას იგებდა. თანაბრად დაიწყო მეორე სეტიც, მაგრამ დაკვნითი ნაწილი ბასილაშვილმა უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:2 იმარჯვა. ბასილაშვილს მომდევნო ტურნირი დუბაიში ელის, რომელიც მომავალ...
არის! ნიკამ ფედერერი გაიარა!
ეს ის შემთხვევაა, როცა ტურნირის რანგს და საპრიზო ფონდს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რატომაც არა, როცა შვეიცარიელი გენიოსის – როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებას სპორტული სამყარო შარშანდელი იანვრიდან ელოდა. მერე? მერე, დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეყარა და სახლში წასასვლელი ბილეთიც აიღო. ნიკამ სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოიგო. მთელი თამაში ფედერერის დონეზე აწვდიდა მეორე ცდიდან და...
ფედერერი დოჰას არასასურველად ხვდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე კორტს დაუბრუნდება „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი მეტოქეს ელოდება და მის ვინაობას ფრანგი ჯერემი ჩარდი და ბრიტანელი დანიელ ევანსი გაარკვევენ. როგორც ჩანს, ფედერერი ჩვეულ ფორმაში არ არის და ამას თავადაც აღიარებს. „სასურველ კონდეციებში არ ვარ, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ტკივილებს ვაკონტროლებ, მაგრამ მთავარია საკუთარ სხეულს...
ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო. დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2. არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“ აგრძელებსო. პირველ სეტში 2:6 წააგო და… მეორე სეტიდან კორტზე სხვა ბასილაშვილი იდგა და 6:4...
ბასილაშვილმა უკვე წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასაწყისშივე დასრულდა. საქართველოს პირველი და მსოფლიოს 39-ე ჩოგანი რეიტინგში 53-ე ამერიკელ ტომი პოლის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7, 4:6. პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქეს ჩაწოდება პირველსავე ცდაზე წააართვა. მეტიც, ამავე სეტში კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა, მაგრამ თავად სამჯერ დათმო მოწოდება და სეტი ამერიკელმა წაიღო. მეორე სეტიც ანალოგიურად დაიწყო....
ბასილაშვილის ავსტრალია
ავსტრალიურ მელბურნში სტარტი აიღო სეზონის პირველმა სლემტურნირმა. საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ტომი პაული იქნება. პაული მსოფლიოს 53-ე ჩოგანია, თუმც ჯერ პროფტურში ტიტული არ მოუგია. ბასილაშვილმა შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთი წრე დაძლია, მისმა მეტოქემ კი მესამე წრემდე გააღწია. ამ წყვილში გამარჯვებული რუდი-ტომპსონის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნორვეგიელი...
ბასილაშვილმა მელბურნამდე მელბურნში წააგო
ავსტრალიის ღია პირველობამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნში გამართულ 250-ქულიან ტურნირში მარცხი განიცადა. საქართველოს პირველი ჩოგანი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მეორე ეტაპიდან ჩაერთო. ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად 39-ე ჩოგანია და ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი, მარიო ვიელა მარტინესს გაეჯიბრა – ესპანელი კი 188-ე ჩოგანია. მატჩი ესპანელის გამარჯვებით 7:5 6:3 დასრულდა. არადა, ჩვენებურმა კარგად დაიწყო, პირველი სეტის მე-7...
ნიკა, წასულიყავი ამერიკაში…
პოლონელმა მეჩოგნე ჰუბერტ ჰურკაჩმა, ვინაც სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია, ამერიკული დელრეი-ბიჩის ტურნირი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ATP-250 კატეგორიისა იყო, ეგებ არც გაგვიმახვილებინა ყურადღება, რომ არა რამდენიმე ფაქტორი: – ჰუბერტი პირველი პოლონელია, ვინაც დელრეი-ბიჩში იმარჯვა. – მან მთელი ტურნირი ისე განვლო, სეტიც არ წაუგია. – ტურნირის ბადეში გამარჯვებულს არც ერთი მეტოქე არ გადაყრია მსოფლიო...









