საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 მაისიდან მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით აინაცვლებს და 31-ე გახდება. აღდგომას ჩვენებურმა მიუნხენის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 41 145 ევრო და ახალთახალი BMW-ს ავტომობილი მოიპოვა. მიუნხენის ტურნირის სატიტულო სპონსორი ხომ BMW გახლდათ. ფინალში ბასილაშვილმა 2 სეტში 6:4 7:6 მოუგო მასპინძელ იან ლინარდ შტრუფს და კარიერაში...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი BMW Open-ის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის BMW Open-ის ფინალში. დღეს 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ორი მატჩი მოიგო. თავსხმა წვიმის გამო საქართველოს პირველ ჩოგანს გუშინდელი მოსაგები მატჩი სლოვაკ ნომბერტ გომბოსთან სადღეისოდ გადმოუტანეს. ბასილაშვილმა ორივე სეტის მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და 6:4, 6:4 იმარჯვა. ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიელ კასპერ რუდის შეხვდა და ძალიან მარტივად, 6:1, 6:2 დაამარცხა. ჩოგბურთელები სულ...
ბასილაშვილმა მიუნხენი გააორა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში მიმდინარე BMW OPEN-ის (საპრიზო ფონდი 481.270 ევრო) მეორე წრეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი 6:4, 6:2 დაამარცხა და სვას აგრძელებს. ბასილაშვილმა ისე მოიგო, რომ მეტოქისთვის ბრეიკი არ მიუცია. რაც ბოლო პერიოდში იშვიათია. ჩვენებურმა ილად სძლია მეტოქეს. პირველ სეტში ბასილაშვილმა რივეროსს მეხუთე მოწოდება აართვა და შემდეგ ბოლომდე მშვიდად მივიდა. მეორე სეტი თავიდან...
ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა
მიუნხენში დაიწყო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 481.270 ევროა. პირველივე წრეში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იოლად – 6:2, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო, მეოტქეს პირველივე მოწოდება დაუთმო. თუმცა, ამის მერე სანერვიულოდ საქმე აღარ მოუცია. მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს, რაც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. მომდევნო წრეში ბასილაშვილი კოლუმბიელ დანიელ რივეროს შეხვდება, რომელმაც...
ბასილაშვილმა ჩარდის ვერაფერი მოუხერხა
Barcelona open-ის პირველივე წრეში, (საპრიზო ფონდი 1.565.480 ევრო), საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 34 წლის ფრანგი ჟერემი ჩარდის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:3. ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო, მეტოქეს ორი ბრეიკი მისცა, რის შემდეგ 0:3 ჩამორჩა. მართალია, ერთი მალევე დაიბრუნა, მაგრამ მთლიანად სეტის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. მეორე სეტში ბასილაშვილი კორტზე უფრო...
ბასილაშვილი უშანსოდ დამარცხდა
იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი 408.800 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი სერბ ლასლო ჯერესთან 2:6, 0:6 დამარცხდა. შეხვედრამ სულ 53 წუთს გასტანა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში 2 გეიმის მოგება შეძლო, შემდეგ კი, 25 წლის სერბთან ზედიზედ 10 გეიმი დათმო. ახლა ქართველი ჩოგბურთელი მონტე კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას...
ბასილაშვილმა გაასამა
იტალიურ კალიარიში მიმდინარე ATP-250 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივაჟკაცა, სამ სეტში გერმანელი ლენარტ შტრუფი დაამარცხა და დღევანდელი ქართული წარმატებაც გაასამა. ბასილაშვილი პირველ სეტში ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად მაინც მეშვიდე გეიმის მოგება დასჭირდა – 7:5. შესვენებაზე ჩვენიანმა სამედიცინო შესვენება მოითხოვა. ფეხს იტკიებდა, მაგრამ სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა მეორე სეტი დათმო, თუმც მესამეს...
ბასილაშვილმა იომა და მოიგო
იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, ხუთი მატჩსპოინტი გადაარჩინა და საბოლოოდ – 4:6, 6:4, 7:5 მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკამ საკუთარი მოწოდება რვაჯერ წააგო. თუმცა, მეტოქეც ვერ ყოჩაღობდა, რამაც ნიკას შანსი მისცა მეორე წრეში გასულიყო. პირველ სეტში ბასილაშვილი ჯერ 0:2 ჩამორჩა, მერე 3:2...
ბასილაშვილი თიხაზე გადავა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან თიხნარზე გადაინაცვლებს და იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი 408.800 ევროა. სარდინიის ღია პირველობა წლეულს პირველად ტარდება და ჯერ მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. იტალიურ ქალაქში მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, რაც ბასილაშვილის შანსებს ზრდის. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზე იმყოფება, ტურნირში მე-4 განთესვით...
ბასილაშვილმა მაიამიში დაიწყო და დაამთავრა
მაიამის პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში დასვენებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედ მატიას იმერთან ვერაფერი გააწყო და სამ სეტში დამარცხდა – 3:6, 6:4, 4:6. შეცდომებით სავსე მატჩი ითამაშა ბასილაშვილმა. კი, ჰქონდა კარგი მომენტები და ბრეიკებიც უხვად შეუასრულა, მაგრამ უფრო მეტი იმერს გაატანა. პირველ სეტში ნიკოლოზმა ორჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, სამაგიეროდ სამჯერ დათმო და ჩამორჩა. მეორე სეტში ბასილაშვილმა გაათანაბრა....









