ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

Home ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილმა ბაენა გაიარა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ბაენა გაიარა

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, უნდა ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველ სეტში ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ესპანელს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეტის უფლება არ მისცა და 6:3 მოუგო. მეორე სეტიც...

გავიდა და წააგო
ჩანაწერი

გავიდა და წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პირველი მატჩი მეოთხედფინალში გამართა და იქვე დაასრულა. ჩვენებურის მეტოქე სერბ ლასლო ჯერე გახლდათ. ნიკოლოზმა სუსტად ითამაშა და 2:6; 2:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაეტარებინა: პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი, მეტოქე, არგენტინელი ბაეზი კორონავირუსის გამო არ გამოუცხადდა. ჯერესთან მატჩი საათი და 4 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა...

მეოთხედფინალი კორტზე გაუსვლელად
ჩანაწერი

მეოთხედფინალი კორტზე გაუსვლელად

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში (საპრიზო ფონდი  1.030.900 ევრო) მიმდინარე ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშებს, თანაც ისე, რომ კორტზე ჯერ არ გასულა. საქმე ისაა, რომ ბასილაშვილი ტურნირზე მესამე განთესვით არის, რის გამოც პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი, მეტოქედ არგენტინელი სებასტაიან ბაეზი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილი მეოთხედფინალში სერბ ლასლო ჯერესა...

ბასილაშვილი და ეპოქის მეოთხე
ჩანაწერი

ბასილაშვილი და ეპოქის მეოთხე

წლევანდელი „უიმბლდონი“,  ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უაღრესად დამაინტრიგებლად იწყება. პირველსავე წრეში მისი მეტოქე ლეგენდარული ენდი მარი იქნება. მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი ამჟამად მხოლოდ 119-ე პოზიციაზეა და ტურნირზეც “ველური ბარათით” მოხვდა, მაგრამ კარიერაში 46 ტიტულის მომგებს ჩოგნის ქნევა რომ არ დავიწყებია, ფაქტია. მისი საკარიერო მონაგარი გაცილებით მეტი იქნებოდა, „დიადი სამეულის“ ეპოქაში რომ არ მოხვედრილიყო. თავისი თაობის მუდმივ მეოთხედ მონათლული...

ბასილაშვილის ჰალე რუბლიოვთან დამთავრდა
ჩანაწერი

ბასილაშვილის ჰალე რუბლიოვთან დამთავრდა

ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა – 1:6, 6:3, 3:6. შეხვედრა საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა უფერულად დაიწყო და 20 წუთის თავზე უკვე 1:5 აგებდა. მერე მეტოქემ ერთი გეიმიც უპრობლემოდ აიღო. ქართველ ჩოგბურთელს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, რის შემდეგაც მოფერიანდა და მეორე სეტი სათავისოდ აიღო – 6:3. ბასილაშვილმა ქომაგი იმედიანად განაწყო, გადამწყვეტი სეტიც...

ბასილაშვილი ნახევაფინალშია
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნახევაფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ჩვენებურმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისს 6:4; 7:6 მოუგო. პირველ სეტში გადამწყვეტი მე-10 გეიმი გამოდგა. მანამდე ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას კარგად იყენებდა. ბოლოს ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა და ანგარიშში დაწინაურდა. მეორე სეტის ბოლოსკენ ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს: ჯერ ბასილაშვილმა დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი,...

ბასილაშვილი ჰალეში იგებს
ჩანაწერი

ბასილაშვილი ჰალეში იგებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ამჯერად ჩვენიანმა ვეტერანი ფრანგი ჟილ სიმონი 6:1 3:6 6:4 დაამარცხა შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ 36 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად – 6:1. მეორე სეტის მე-8 გეიმში ფრანგმა ჩოგბურთელმა ჯერ მშრალი ანგარიშით მოიგო მეტოქის ჩაწოდება, ხოლო...

ბასილაშვილმა პირველი გაიარა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა პირველი გაიარა

მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლანნიკოლოზ გაროსი“ წარმატებით დაიწყო. ჩვენიანმა ტურნირის პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი ოთხ სეტში 6:4 6:3 0:6 6:2 დაამარცხა. მატჩის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა და 5 გეიმში ლაიოვიჩმა ნიკას მოწოდება ორჯერ მოიგო. თუმც მერე და მერე ბასილაშვილმა უკლო. შედეგიც მალე მოვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ფაქტობრივად წაგებული სეტის...

პარიზში მეტოქეები გაირკვა
ჩანაწერი

პარიზში მეტოქეები გაირკვა

„როლან გაროსის“ ძირითად ბადეში პირველად გასული ეკატერინე გორგოძე  პირველ წრეში დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება. 29 წლის გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 18 წლის სკანდინავიელი მეტოქე – 90-ზე. გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს გასულ წელს შეხვედრიან და დანიელმა 7:6; 6:3 მოიგო. თუ ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია...

ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის
ჩანაწერი

ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა. ჩვენებურმა მასპინძელ მატე ბერეტინისთან 6:4; 3:6; 4:6 წააგო. ბერეტინი ჩვენებურზე წინ არის რეტინგში და 2 დღის წინ მადრიდის მასტერსის ფინალშიც ითამაშა. ასე რომ ფავორიტად ბერეტინი ითვლებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა – მიუხედავად პირველი სეტის წაგებისა, იტალიელმა მაინც სათავისოდ შეატრიალა მატჩი. პირველ სეტში ნიკოლოზი თავიდან 3:1 დაწინაურდა...