ბასილაშვილმა ბაენა გაიარა

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილმა ბაენა გაიარა
ბასილაშვილმა ბაენა გაიარა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულებატოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, უნდა ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

პირველ სეტში ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ესპანელს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეტის უფლება არ მისცა და 6:3 მოუგო.

მეორე სეტიც ნიკოლოზის ბრეიკით დაიწყო, რასაც მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი მიაყოლა, და საბოლოოდ 6:2 იმარჯვა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გაირკვევა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.