ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში (საპრიზო ფონდი 1.030.900 ევრო) მიმდინარე ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ითამაშებს, თანაც ისე, რომ კორტზე ჯერ არ გასულა.
საქმე ისაა, რომ ბასილაშვილი ტურნირზე მესამე განთესვით არის, რის გამოც პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი, მეტოქედ არგენტინელი სებასტაიან ბაეზი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილი მეოთხედფინალში სერბ ლასლო ჯერესა და ბრაზილიელ ტიაგო უაილდს შორის მოგებულს დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისთვის ჰამბურგის ტურნირი კარიერაში ორჯერ – 2018 და 2019 წლებში აქვს მოგებული.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
