ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პირველი მატჩი მეოთხედფინალში გამართა და იქვე დაასრულა. ჩვენებურის მეტოქე სერბ ლასლო ჯერე გახლდათ. ნიკოლოზმა სუსტად ითამაშა და 2:6; 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაეტარებინა: პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი, მეტოქე, არგენტინელი ბაეზი კორონავირუსის გამო არ გამოუცხადდა.
ჯერესთან მატჩი საათი და 4 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ორივე სეტში ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და მეტოქეს გამარჯვება იოლად დაუთმო.
არადა, ბასილაშვილს ჰამბურგის კორტები კარგად ჰქონდა დაცდილი და ორჯერ, 2018 და 2019 წლებში იჩემპიონა კიდეც.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
