ვარკეთილის „გრანდი“ სულ 3 წლის ჩამოყალიბებულია გუნდია და უკვე გრანდობს. გუნდი ელიტ ლიგაში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა, მანამდე „კოპალას თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, “მშვიდობის თასი” მოიგო, ჯერჯერობით ბოლო წარმატებას კი ბათუმში გამართულ ფესტივალზე მიაღწია.
ეს 2011 წელს დაბადებულ ბავშვებში, რომლის მწვრთნელი ბექა მელიქიძე გახლავთ.
საქართველოში ნიჭერი ბავშვები ყოველთვის იყვნენ და ასაკობრივ ტურნირებზე თავის გამოჩენა არ უჭირდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ევროპული გრანდები დაუდიათ ბეჭებზე, მაგრამ შემდეგ თაობები გამქრალა. იმედია, „გრანდის“ შემთხვევაში ასე არ იქნება და ის ნიჭიერი ბავშვები, რომელიც დღეს მთელი მონდომებით ვარჯიშობენ, სათქმელს ბოლომდე იტყვიან.
ამისთვის კი ბევრი ვარჯიში და შრომაა საჭირო. ბექა მელიქიძის თქმით კი, ეს ამ ნიჭიერ ბავშვებს არ აკლიათ. ის და ბიჭები შეკრებაზე ახლა ურეკში არიან და ჩვენც იქ დავუკავშირდით…
„გუნდი სულ 3 წლის შემქნილია. ბავშვები ძირთადად ადგილობრივები, ვარკეთილელები არიან, მაგრამ რამდენიმე ახლო მდებარე უბნებიდან დადის. თავიდან ცოტანი ვიყავით, მერე და მერე შევსება მივიღეთ. ახლა 20 ბავშვი ვარჯიშობს, რომელიც ორ, პირველ და მეორე გუნდად გვყავს გაყოფილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების, შრომისმოყვარე და მიზადასახულები არიან, პლუს ნიჭიერები. კარგი გუნდია, პერსპექტიული. ვთვლი რომ 3 ტალანტი ნამდვილად გყავს. თუ რამე ხელისშემშლელი პირობები არ იქნა, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ…
თავდაპირველად ვარჯიში უბნის მინი-სტადიონზე დავიწყეთ. ცხადია, იქ ადგილობრივ მოსახლეობასაც სურდა გართობა და ბევრი ხელიშემშლელი ფაქტორი გვქონდა. უკვე 2 წელია ახალ სტადიონზე ვართ გადასული, თუმცა ამ პერიოდშიც კორონავირუსის გამო ნახევარი წელი გაგვიცდა.
ვარჯიშისას სტადიონის მეოთხედი გვეკუთვნის, რადგან ამ ასაკს 7-7-ზე უწევს თამაში, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე 9 კაცზე გადავდივართ და, იმედია, ნახევარ სტადიონს დაგვითმობენ.
სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზეა, გადასახადის გარეშე ვვარჯიშობთ. ინვენტარის მხრივ არ გვიჭირს – კარგია, რომ ამისთვის მშობელს ფულის დადება არ უწევს. სკოლამ კატეგორიზაცია გაიარა, ახლა მესამე კატეგორიაში ვართ და ერთჯერადად 15.000 ლარი ჩაგვერიცხება… ცხადია, უკეთესი იქნება თუ მეტი დაფინანსება გვექნება, თუმცა, ამ ეტაპზე ცხადია, უკმაყოფილო არ ვართ, მადლობის მეტი რა გვეთქმის“, – გვითხრა „გრანდის“ თავკაცმა ბექა მელიქიძემ.

