ამერიკის ღია პირველობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ რეილი ოპელკასთან 6:7; 3:6; 4:6 დამარცხდა. 211 სანტიმეტრიან ოპელკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩაწოდება აქვს. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რითიც ამერიკელმა მატჩი მოიგო. მართალია, ნიკა სხვა კომპონენტებშიც ჩამორჩა მეტოქეს, მაგრამ ესეც იმ ჩაწოდების გამოძახილი იყო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველ და მეორე სეტში...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი ამერიკაში მასპინძლებს არ ინდობს
ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ მასპინძელს მეორეც მიაყოლა და მომდევნო წრეში მესამეს შეხვდება. მეორე წრეში ჩვენებურმა ორსაათიან მატჩში მაქსიმ კრესი 7:6; 6:3; 7:5 დაამარცხა. ნიკოლოზმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მატჩი და მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდა. მართალია, პირველ და მესამე სეტში საკუთარი მოწოდება თითოჯერ დათმო, მაგრამ მაინც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და პრობლემები, ფაქტობრივად, არ შექმნია....
ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო
ამერიკის ღის პირველიბის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქის ჯანმრთელობის ხარჯზე გაიარა. ჩვენებურის მეტოქე წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის პეტრ კორდას ვაჟი სებასტიან კორდა იყო. ბასილაშვილმა თამაში მძლავრად დაიწყო. თითო საკუთარი გეიმის მოგების შემდეგ ჩვენებურმა ორჯერ აართვა ჩაწოდება მეტოქეს და 5:1 დაწინაურდა. მერე უკვე სეტის მოგება მარტივი საქმე იყო – 6:2. თუმცა, კორდას ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები...
ბასილაშვილი სალემს ჩაეხსნა
ამერიკაში დაიწყებულ „უინსტონ სალემის“ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 717.955 დოლარია, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პირველი ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაგრამ ჩვენიანმა თამაშზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილის ტურნირს ავადმყოფობის გამო ჩაეხსნა. იმედია, ჩვენებური 30 აგვისტომდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას და წლის ბოლო „დიდი მუზარადის“ გათამაშებაში, US OPEN-ზე მიიღებს მონაწილეობას. „უინსტონ სალემის“ პირველ დღეს ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა...
ბასილაშვილის ცინცინატი დამთავრდა
ცნცინატის მასტერსის პირველ წრეში ნოკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა და 5:7; 3:6 დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს აშკარად არ მიდიოდა საკუთარი ჩაწოდება. პირველ სეტში ორჯერ დათმო. თუმცა, ორივეჯერ დაიბრუნა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორე სეტში ორჯერ დათმო ნიკოლოზმა მოწოდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთხელ დაიბრუნა და ტურნირს დაემშვიდობა.
ბასილაშვილი ჰურკაჩს ვერ მოერია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერს მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენებური პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან 7:6; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, ქართველ ჩოგბურთელს კარგი შანსი ჰქონდა მეოთხედფინალში გასასვლელად – პირველი სეტი მოიგო. ბრძოლაში, ტაი ბრეიკზე.. თანაც, ბრეიკით იყო ჩამორჩენილი. ბრეიკით ჩამორჩა ნიკა შემდეგ სეტებში, მაგრამ მათი შემობრუნება ვეღარ მოახერხა. შეგახსენებთ, ნიკამ ჰურკაჩამდე ამერიკელი ჯენსონ ბრობსკი (2:6; 6:0; 6:4) და ავსტრალიელი ალექს დე...
უსაათო ბასილაშვილი
ტორონტოში მიმდინარე მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილს (41-ე რეიტინგში) საათიც არ დასჭირვებია ავსტრალიელი ალექს დე მინაურის (18) დასამარცხებლად – 6:1; 6:1. ასე მოთამაშე ბასილაშვილი დიდი ხანია არ გვინახავს. ნიკოლოზი მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას და მეტოქე უშანსოდ დატოვა. მართალია, მინაურს ხუთი ბრეკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ნიკამ კი, ექვსიდან ხუთი ბრეკ პოინტი მიითვალა. პირველ...
ნიკამ ტორონტო მოგებით დაიწყო
კანადის დედაქალაქ ტორონტოში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 2.850.975 დოლარი არის. იქვეა ნიკოლოზ ბასილაშვილი (N 41 მსოფლიო რეიტინგში), რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ჯენსონ ბრუკსი ჰყავდა. მიუხედავად თავდაპირველი ჩამორჩენისა, მატჩი მაინც ჩვენიანის გამარჯვებით დამთავრდა – 2:6, 6:0, 6:4. მატჩი საათი და 52 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკოლოზმა სამჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება, თუმცა მეორე სეტში...
ბასილაშვილი ოლიმპიადას ბრძოლაში დაემშვიდობა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბევრი იბრძოლა ფავორიტად შერაცხულ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა – 4:6; 6:7. ზვერევმა თამაში მძლავრი ჩაწოდებებით დაიწყო და ბასილაშვილი ვერაფერს უხერხებდა, თუმცა თავადაც კარგად აწვდიდა და დიდი ხანი ანგარიში თანაბარი იყო. თუმცა, მე-10 გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო – 4:6. მძლავრად დაიწყო ზვერევმა მეორე სეტიც. მატჩის...
ბასილაშვილმა წაგებული მოიგო
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იტალიელი ლორენცო სონეგო 6:4; 3:6; 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა საერთო სურათი. ორივე ჩოგბურთელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, საბოლოოდ, კი, მოგება ჩვენიანს დარჩა. პირველ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სონეგომ მალევე დაიბრუნა დაკარგული. თუმცა, ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა ჩაწოდება მოტოქეს და საბოლოოდ სეტი...









