ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იტალიელი ლორენცო სონეგო 6:4; 3:6; 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა საერთო სურათი. ორივე ჩოგბურთელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, საბოლოოდ, კი, მოგება ჩვენიანს დარჩა.
პირველ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სონეგომ მალევე დაიბრუნა დაკარგული. თუმცა, ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა ჩაწოდება მოტოქეს და საბოლოოდ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4.
მეორე სეტი ბასილაშვილმა თითქმის უბრძოლველად წააგო – მეექვსე გეიმში სონეგომ ბრეიკი გაახერხა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია – 3:6.
მესამე სეტში თავიდან სონეგომ შეასრულა ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა; შემდეგ ბასილაშვილის ჯერი დადგა – ჩვენებურმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო – 5:3 და აწვდიდა, მაგრამ სონეგომ ბრეიკი გაახერხა. ბასილაშვილმა იქვე წაართვა მეტოქეს იმედი, მისი მოწოდება აიღო, შესაბამისად მატჩიც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მერვედფინალში ბასილაშვილი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელმაც 6:2; 6:2 კოლუმბიელი რივეროსი დაამარცხა.
ბასილაშვილისა და ზვერევის მატჩი 28 ივლისს 06:00 საათზეა ჩანიშნული.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
