იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, ხუთი მატჩსპოინტი გადაარჩინა და საბოლოოდ – 4:6, 6:4, 7:5 მოიგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკამ საკუთარი მოწოდება რვაჯერ წააგო. თუმცა, მეტოქეც ვერ ყოჩაღობდა, რამაც ნიკას შანსი მისცა მეორე წრეში გასულიყო.
პირველ სეტში ბასილაშვილი ჯერ 0:2 ჩამორჩა, მერე 3:2 დაწინაურდა, მერე ისევ აურია, რასაც სლოვაკის მოგება მოჰყვა.
მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი ორი ბრეიკის წყალობით 4:1 დაწინაურდა, მაგრამ კოვალიკმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა, სეტის ბოლოს ნიკა ისევ უკეთ გამოიყურებოდა და 6:4 მოიგო.
მესამე სეტში სლოვაკი ჩოგბურთელი ბრეიკით დაწინაურდა, ნიკოლოზმა ანგარიში გაათანაბრა, 4:5-ზე კი, 5 მატჩპოინტი მოიგერია და საბოლოოდ წარმატებას მიაღწია.
მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
