Barcelona open-ის პირველივე წრეში, (საპრიზო ფონდი 1.565.480 ევრო), საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 34 წლის ფრანგი ჟერემი ჩარდის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:3.
ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო, მეტოქეს ორი ბრეიკი მისცა, რის შემდეგ 0:3 ჩამორჩა. მართალია, ერთი მალევე დაიბრუნა, მაგრამ მთლიანად სეტის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.
მეორე სეტში ბასილაშვილი კორტზე უფრო მობილიზებული გავიდა. თანაბარი დასაწყისის შემდეგ მერვე გეიმში მეტოქეს მოწოდება აართვა და სეტის ბოლომდე სათავისოდ მიყვანა აღარ გასჭირვებია – 6:3.
მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველივე მოწოდება წაართვა მეტოქეს და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ… ჩვენებურმა იქვე დაუბრუნა ფრანგს უპირატესობა, ხოლო დარჩენილ გეიმებში საკუთარი მოწოდება ერთხელაც დათმო და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
