ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასაწყისშივე დასრულდა. საქართველოს პირველი და მსოფლიოს 39-ე ჩოგანი რეიტინგში 53-ე ამერიკელ ტომი პოლის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7, 4:6.
პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქეს ჩაწოდება პირველსავე ცდაზე წააართვა. მეტიც, ამავე სეტში კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა, მაგრამ თავად სამჯერ დათმო მოწოდება და სეტი ამერიკელმა წაიღო.
მეორე სეტიც ანალოგიურად დაიწყო. ბასილაშვილმა მეტოქეს პირველივე ჩაწოდება წაართვა, მაგრამ ამერიკელმა მაშინვე დაიბრუნა. საბოლოოდ, სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩვენებური უშანსოდ დარჩა – 7:0.
მესამე სეტში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მე-3 გეიმში დაკარგა და მატჩიც დათმო…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
