ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

Home ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...

სასამართლოს ნაცვლად კორტზე
ჩანაწერი

სასამართლოს ნაცვლად კორტზე

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ის მასალები, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომის გახსნა შესაძლებელი გახდებოდა, ბრალდების მხარემ დათქმულ ვადაში ვერ შეაგროვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში სდებს ბრალს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამის მტკიცებულებები არ აქვს… ამასობაში თავად ბასილაშვილი პანდემიის შემდეგ პირველი შეჯიბრისთვის ემზადება....

რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?
ჩანაწერი

რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?

საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება. ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ...

ბასილაშვილის თმენის ვალდებულება
ჩანაწერი

ბასილაშვილის თმენის ვალდებულება

თანამოზიარე ვარ პრობლემისო? არა! მესმის გარკვეულ მომენტებშიო? არც ეს! მეცოდებაო? სულ სხვაა! გული დამწყდა. ალალად. ვერ ჩავეძიები ნიკა ბასილაშვილის თავს გადამხდარ ისტორიას. არც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაგვიწყებია, მაგრამ… შორს დეტალები. არის ფაქტები. არის შემაკავებელი ორდერი და საგირავნო თანხა. ეს უკვე ნიშნავს, რომ მსოფლიოში ჩოგბურთის მოთამაშე მილიონობით ადამიანს შორის 27-ემ სპორტული სამყაროს, მედიის და პოტენციური სპონსორების პატივისცემა...

ბასილაშვილს 100 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
ჩანაწერი

ბასილაშვილს 100 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

მეუღლეზე ძალაობის ბრალდებით, რასაც მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწორო მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. ეს ამბავი 22 მაისს მოხდა, თუმც 24 მაისის სასამართლო სხდომაზე ბასილაშვილს 100-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საღამოსკენ გათავისუფლდება. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ შემაკავებელი ორდერი როგორც ნიკაზე, ასევე მამამისზეა გამოწერილი. საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა სასამართლოსგან ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობას ითხოვდა.      

მზიურში ჯერ ფრეა
ჩანაწერი

მზიურში ჯერ ფრეა

დევისის თასზე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის ანგარიში პირველი სათამაშო დღის შემდეგ საყაიმოა. პირველები კორტზე ჩვენი სეფემეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და ვლადიმირ ივანოვი გავიდნენ. ნიკამ იოლად მოუმთავრა საქმე მეტოქეს – 6:4, 6:1. მეორე შეხვედრაში ალექსანდრე მეტრველს კრისტიან ტამი ერგო. სანდრომ კი იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ესტონელს დარჩა – 4:6, 6:4, 3:6. შეხვედრები „მზიურის“ კორტებზე ხვალ...

როჯერი კვარცხლბეკიდან გააძევეს
ჩანაწერი

როჯერი კვარცხლბეკიდან გააძევეს

თანამედროვე ჩოგბურთის უპირველესმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო დუბაის ტურნირი გამოტოვა. შესაბამისად, როჯერ ფედერერმა შარშანდელი გამარჯვებისთვის მიღებული 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა და რეიტინგში მესამე ადგილი ავსტრიელ დომინიკ ტიმს გადაულოცა. ეს ტიმის დებიუტია უძლიერესთა სამეულში. სამაგიეროდ, იმავე დუბაისა და აკაპულკოში ტრიუმფებით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა. ახლა ბასილაშვილისაც ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ...

სულ ქვევით, ქვევით…
ჩანაწერი

სულ ქვევით, ქვევით…

ჩოგბურთში არც ისე იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15-17 წუთის მანძილზე ერთი გეიმი გაგრძელებულა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი მოახერხა და ამ დროში საერთოდ სეტი წააგო. თან ფიქრობთ, მეორე პარტიაში  გაბრაზდა ეს რა დამემართაო და მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია? არა, ისიც დაახლოებით იმავე დროში წააგო და ჯამში ისე გამოვიდა, რომ იან ლენარდ-შტრუფს  ერთ  საფეხბურთო ტაიმზე ნაკლები დასჭირდა, ჩვენებურისთვის...

ახლა სხვა დროა…
ჩანაწერი

ახლა სხვა დროა…

დუბაის უპრესტიჟულესი ტურნირი წლეულს მოქმედ ჩემპიონს მოისაკლისებს – როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბალახის სეზონამდე ანუ ივნისამდე იუქმებს. ამიტომაც, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ დუბაის შეჯიბრს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყება, საპრიზო ფონდით თითქმის 3 მილიონ დოლარს უტოლდება და 500-იან კატეგორიას განეკუთვნება, ახალი გამარჯვებული ეყოლება. წლეულს, დუბაიში ჩასვლა გადაწყვიტა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რა გასაკვირია,...

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია
ჩანაწერი

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია

ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!...