ჭდე: მერანი

Home მერანი
გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა
ჩანაწერი

გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა

კვირას ერონული ლიგის ფლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. „გაგრამ“ „შუქურას“ თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და რახან პირველი შეხვედრა უგოლოდ დამთავრებულიყო, ეროვნული ლიგის საგური მოიპოვა. „გაგრა“ უძლიერესთა მარაქას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ერთადერთი ბურთი მე-8 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელებს მანამდე კიდევ ორჯერ ეთამაშათ ფლეი აუტში და ორივეჯერ დამარცხებულიყვნენ. მეორე წყვილის დაპირისპირებაში [...]

ტორპედო კრახის ზღვარზე
ჩანაწერი

ტორპედო კრახის ზღვარზე

8 დეკემბერს ეროვნული ლიგის ფლეი აუტის პირველი მატჩები გაიმართა. ცოტა მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა მარტვილში, სადაც ადგილობრივმა „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე შეიკნე სილამ გახსნა. 34-ზე კი კიჭი მელიავამ საბოლოო წერტილი დასვა. ამ გამარჯვებით ჭყონდიდელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს უმაღლესი ლიგისკენ. „ტორპედოს“ კი დიდი ძალისხმევა მოუწევს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. მეორე შეხვედრაში „შუქურამ“ [...]

მერანი ვიტ ჯორჯიასთან დარჩა
ჩანაწერი

მერანი ვიტ ჯორჯიასთან დარჩა

გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი ოფის საპასუხო მატჩები. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:0 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 1:1), ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ამრიგად, გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. კოლხთათვის თერთმეტმეტრიანები ამ წყვილში დამღუპველი გამოდგა. პირველ მატჩში მათ ორი პენალტი გააცუდეს. ამჯერადაც [...]

კახური არომატით
ჩანაწერი

კახური არომატით

13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც [...]