ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს სადიო მანეს ყიდვას შეეცდება. და „ლივერპულის” საპასუხო გეგმა არ მოგწონთ? მაშინ, მერსისაიდელები „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირებაზე იმუშავებენ. ცნობილია, რომ „რეალის” თავკაცი 28 წლის სენეგალელის დიდი თაყვანისმცემელია, რაც „ენფილდზე” იციან და მის სარფიან წინადადებას ელიან. მანემ „ლივერპულთან” ბოლო კონტრაქტი წელიწადნახევრის წინ გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის „ლივერპულში” 2023 წლამდე უნდა...
ჭდე: კილიან მბაპე
კორონავირუსი: პრეზიდენტს კი, მბაპეს – არა
უკვე დადასტურდა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული ბერძნული ოლიმპიაკოსის პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი. მას ვირუსი გუშინ დაუდგინეს და იმის შიშით და ვარაუდით, რომ ის 13 დღის წინაც დაავადებული იქნებოდა, პრემიერლიგის სიტი – არსენალის მატჩიც გადაიდო. საქმე ის გახლავთ, რომ ორი კვირის წინ არსენალმა ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში სწორედ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა, იქ კი მარინაკისს არსენალის რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა პირდაპირი...
სიყვარულით პარიზიდან
ტომას ტუხელთან კონფლიქტის შემდეგ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხი ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა. მოგეხსენებათ, მონპელიესთან 5:0 მოგებული შეხვედრისას, თავდამსხმელი შეცვალეს და მანაც უკმაყოფილება არ დამალა. პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალიეფმა კი კილიანს პოზიცია ნათლად განუმარტა – ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ის არც ერთ კლუბთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება და...
ფრანგი ფრანგის წილ
„პარი სენ ჟერმენი” ანტუან გრიზმანის შეძენაზე ფიქრობს. პარიზელები „ბარსელონასგან” 28 წლის ვარსკვლავის ყიდვას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „რეალი” მათგან კილიან მბაპეს გადაიბირებს. ამ სატრანსფერო კომბინაციას ზაფხულში უნდა ველოდოთ. ინგლისური ჟურნალი FourFourTwo წერს, რომ ჯერჯერობით „პარკ დე პრენსზე” სწავლობენ, შეერწყმება გრიზმანი მაურო იკარდისა და ნეიმარს თუ ვერა. პსჟ მბაპესთან განშორებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს, მაგრამ კლუბის...
ფეხბურთის მონტე-კრისტოები
ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე...
მესი 20 მილიონით გაიაფდა
რა ხდება ესპანურ ფეხბურთელთა ბაზარზე? ვინ გაძვირდა და ვინ გაიაფდა? Transfermarkt.de-მ ლა ლიგის ფასები გამოაცხადა, სადაც ყურადღება ლეო მესის გაიაფებამ მიიპყრო. „ბარსელონას” ლიდერი 180 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 160 მილიონი ღირს. ეს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის მეეორე გაიაფება ყოფილა კარიერაში. პირველად მესი 2008 წლის თებერვალში გაიაფებულა, როდესაც არგენტინელის ფასმა 60-დან 55 მილიონამდე დაიკლო. ანალიტიკოსები წერენ,...
კრიშტიანუს ჟესტებსაც კი ვბაძავდი
კილიან მბაპე დღეს 20 წლის გახდა. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობისკენ მიიწევს. „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა „ლე პარიზიენს” ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ. რას ნიშნავს ოცი წელი? არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. რომელი იყო თქვენი საუკეთესო დაბადების დღე? 14 წლის რომ გავხდი, ერთი კვირა „რეალში”...
ნეიმარი და მბაპე დაშავდნენ
ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა. ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს...
უზნეობაა, მაგრამ თვითმფრინავი უნდა
„პარი სენ ჟერმენმა” „მონაკოსგან” კილიან მბაპეს შეძენაში ჯამში 180 მილიონი ევრო დახარჯა. სულ რაღაც 18 წლის იყო ყმაწვილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სიძვირით მეორე ფეხბურთელი რომ გახდა. ეს რიცხვები კი, ბევრის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამედროვე საფეხბურთო ბაზრის ზღვარგადასულობას. მბაპემ შვეიცარიულ ტელეარხ RTS-თან ინტერვიუში თქვა, ყოველთვის ვიცოდი ძვირად რომ გავიყიდებოდიო, ოღონდ ეს მისი მხრიდან იმდენად ტრაბახი არ...






