ჭდე: კილიან მბაპე

Home კილიან მბაპე
ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
ჩანაწერი

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია

კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥
ჩანაწერი

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥

მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით...

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ
ჩანაწერი

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ

ბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას… არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს? და აი, აქ უკვე გვარიანად...

მბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია
ჩანაწერი

მბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ გუნდიდან ჯიჯი ბუფონისა და ლასანა დიარას წასვლამ, მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „დიარა ჩემთვის, როგორც უფროსი ძმა, ისე იყო და მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა. ის მიყვებოდა საკუთარი კარიერის შესახებ, სხვა კლუბებზე. „ლასას“ ბევრგან უთამაშია და ბევრი ენახა. როგორც მეუბნებოდა, დაუშვა შეცდომებიც, ამიტომ სწორ რჩევებს მაძლევდა. მას აფასებდნენ გასახდელშიც. რთულ პერიოდში...

რაღა დროს მესი და რონალდუა…
ჩანაწერი

რაღა დროს მესი და რონალდუა…

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“  ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1). „ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და...

პსჟ რეალს დაეჯახება
ჩანაწერი

პსჟ რეალს დაეჯახება

ესპანური „მარკას“ ინფორმატორს თუ ვენდობით, პსჟ სერიოზულად აპირებს ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩართვას. პარიზელებს ერთბაშად ორი თავსატკივარი აქვთ: კილიან მბაპე წლეულს ან გაისად აუცილებლად გაექცევათ მადრიდის „რეალში“ და ნეიმარს კი „ბარსელონაში“ დაბრუნება ამოუჭრია გულში. ამ ორ ფეხბურთელზე შორსმიმავალ სტრატეგიას ვერ ააგებ, ახალგაზრდა ნორვეგიელი კი დიდწილად დააბალანსებდა პსჟ-ს შეტევის ხაზს. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გასულ ზამთარს...

რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო
ჩანაწერი

რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს...

მბაპეს არსად ეჩქარება
ჩანაწერი

მბაპეს არსად ეჩქარება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპე ხელოვნურად არ დააჩქარებს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს და 2021 წლამდე მოიცდის. 21 წლის სუპერვარსკვლავს მშვენივრად ესმის, რომ ფეხბურთში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე მისი გადასვლა ამ ზაფხულს პრაქტიკულად გამორიცხულია. მბაპეს ისედაც მკვეთრად დაეძაბა ურთიერთობა პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან. მის კონტრაქტს ვადა 2 წლის შემდეგ გასდის, ახალის გასაფორმებლად კი ფეხბურთელი მკაფიო წინაპირობებს აყენებს: კონტრაქტში მითითებული...

მბაპეს ოქროს ბუცი
ჩანაწერი

მბაპეს ოქროს ბუცი

საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებული ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ  გამოცხადდა დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ამავე გუნდის ლიდერთაგანი კილიან მბაპე გახდა. ფორვარდმა არასრულ სეზონში 18 გოლი გაიტანა. ამდენივე იყო „მონაკოს“ შეტევების ლიდერის, ვისამა ბენ იედერის მონაგარი, თუმცა მან 18-დან სამ შემთხვევაში პენალტის ნიშნულიდან ისახელა თავი. მბაპეს სასარგებლოდ არჩევანიც ამან განაპირობა – მან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა. ეს...

მბაპე კონტრაქტში რეალის ჩაწერას ითხოვს
ჩანაწერი

მბაპე კონტრაქტში რეალის ჩაწერას ითხოვს

„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს. 21 წლის ფეხბურთელის სურვილია, კონტრაქტში ჩაიწეროს გამოსასყიდი თანხა, მხოლოდ მადრიდის „რეალისთვის”. თუ პარიზული კლუბი ფეხბურთელს დათანხმდება, მაშინ „რეალს” შეეძლება მბაპე ფიქსირებულ თანხად გამოისყიდოს და ეს საკითხი განხილვის საგნად არ უნდა გადაიქცეს. მბაპეს მოქმედი კონტრაქტი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფეხბურთელის სადღეისო ფასი 180...