კატასტროფა

Home აქეთურ-იქითური კატასტროფა
კატასტროფა
Pro soccer players are in awe of French superstar Kylian Mbappéსაფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ 7 სექტემბრის დილით კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, მერე კი ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გაემგზავრა.
შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.
ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა.
კილიან მბაპე თვითიზოლაციაში გაუშვეს და ბუნებრივია, დღეს ის ხორვატებთან ვერ ითამაშებს ისევე, როგორც პოლ პოგბა – ისიც კორონას ებრძვის.
რაც შეეხება პსჟ-ს, 10 სექტემბერს საფრანგეთის პირველობის სასტარტო ტურში „ლანსს“ უნდა შეხვდეს, მაგრამ დავირუსებულთა ამ ციფრის ფონზე მატჩი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".