ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სხვებთან შედარებით გამორჩეული წყვილი „მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნია“. წილისყრის შემდეგ მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი მიუნხენელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თუ საბოლოოდ ტიტულს მოვიგებთ, ვერავინ წამოგვაძახებს და იღბალსა და ათასგვარ სისულელეებზე ვერავინ ილაპარაკებს. ჩვენი ტრიუმფი ძალიან ღირებული და შესანიშნავი იქნება. ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გავიარეთ („ბაიერნს“ ჯგუფში მეტოქეებად...
ჭდე: იულიან ნაგელსმანი
ბარსელონას ფოკუსები
„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება. „ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც...
ზედიზედ მეათედ!
„ბაიერნი” ზედიზედ მეათედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ამისათვის მან მდევარი „დორტმუნდი” 3:1 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ სხვაობა უკვე 12 ქულაა. და მართალია, ბუნდესლიგის წამყვანი გუნდების დაპირისპირებას „დერ კლასიკერ” ჰქვია, ბავარიელთა უპირატესობა მეტისმეტად აშკარაა. ჩემპიონთაგან ანგარიში ოსტატურად გახსნა სერჟ გნაბრიმ. მეორე გოლი აუღელვებლად შეაგდო რობერტ ლევანდოვსკიმ. ემერე ჩანმა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით შეამცირა...
რატომ გაჩერდა სანე?
ლეროი სანეს ბოლო 7 მატჩში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია. „ბაიერნის“ შემტევი მაგარ ფორმაში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მოუკლო. ან შესაძლოა ბევრი არ დაგვეთანხმოს და ეს მხოლოდ სტატისტიკაა. ბოლო მატჩში („აუგსბურგთან“) სანე მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, მან კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა იუარა და გასახდელში შევიდა გაბრაზებული. მერე იულიან ნაგელსმანს სწორედ სანეზე ჰკითხეს:...
ჰიონესი: პატიმრობამ უფრო გამაძლიერა
მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გულახდილად ისაუბრა საპატიმროზე, ტრანსფერებზე, მენეჯმენტზე… ჰიონესი ის კაცია, გადასახადების დამალვისთვის ციხეში რომ იჯდა. 2014 წელს მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი, მაგრამ წელიწადსა და ცხრა თვეში გაათავისუფლეს. „დიახ, დიდი შეცდომა დავუშვი. ამან ჩემს რეპუტაციას დაარტყა და პასუხისმგებლობა ავიღე. თუმცა პატივს მცემდნენ ისინიც კი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. შემეძლო ბრძოლა, სარჩელის შეტანა და ციხის თავიდან არიდება,...
ბაიერნმა ხელფასები დაქვითა
მიუნხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასი შეუჩერა. „შავ სიაში“ არიან: სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მაიკლ კუიზენსი. ესენი ხელფასს ვერ მიიღებენ იქამდე, ვიდრე არ აიცრებიან. მათ „ბაიერნმა“ ხელფასები იზოლაციის დროსაც შეუჩერა, რადგან კორონავირუსის დასაცავად აცრა არ გაიკეთეს. „ბაიერნს“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგმა“ 2:1 სძლია. იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კიმიხს,...
კლაუსი, ჰაინცი, დინო…
მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ლისაბონში, ბენფიკა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში „რეკორდმაისტერს“ აკლდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა დინო ტოპმიოლერმა გაიყვანა. დინო კლაუსის-ძე ტოპმიოლერმა… დიახ. იმ კლაუს ტოპმიოლერის შვილმა, რომელიც 2006-08 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. აქ ახლა მის შედეგებზე ნუ ვისაუბრებთ, ის ხომ ყოველთვის...
აგრესიული რუდიგერის ფანი
ნეტავ, გაისად ზაფხულში „ბაიერნსა“ და „ჩელსის“ გერმანელ ვარსკვლავს ანტონიო რუდიგერს შორის რამე ხომ არ იგეგმება? — კითხულობს „შპორტ ბილდი“. საქმე ის არის, რომ 2022-ის ზაფხულში გერმანიის ნაკრების მცველს დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება. რამდენადაც ცნობილია, „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლები რუდიგერის აგენტსა და ნახევარ-ძმას ზარ ზინეზის უკვე დაუკავშირდნენ. ბავარიელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კი ამასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად ილაპარაკა:...
ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი
მიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს. „ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა. მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც:...
ფლიკის მუნდიალი და ევროპა
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტიდან მიდის. ქვეყნის საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელად ჰანს დიტერ ფლიკს მოიაზრებს და მას უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. თუ ფლიკი დათანხმდება, ის ნაკრებს მსოფლიოს 2022 და ევროპის 2024 წლების ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს. მისთვის განსაკუთრებული გამოცდა 2024 წლის ევროპირველობა იქნება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს. რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“,...









