
მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ლისაბონში, ბენფიკა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 4:0 დაამარცხა.
ამ მატჩში „რეკორდმაისტერს“ აკლდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა დინო ტოპმიოლერმა გაიყვანა. დინო კლაუსის-ძე ტოპმიოლერმა…
დიახ. იმ კლაუს ტოპმიოლერის შვილმა, რომელიც 2006-08 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. აქ ახლა მის შედეგებზე ნუ ვისაუბრებთ, ის ხომ ყოველთვის ერთნაირია… მხოლოდ, ფაქტი აღვნიშნეთ.
ზოგადად, ტოპმიოლერების ოჯახი საფეხბურთოა. კლაუსის ძმა და დინოს ბიძა, ჰაინც ტოპმიოლერი, უფროს ძმასთან ერთად მუშაობდა საქართველოში და ასაკობრივ ნაკრებს წვრთნიდა. ფეხბურთში საქმიანობენ მისი ვაჟებიც.
დინომ სამწვრთნელო საქმე თამაშის პარალელურად დაიწყო. ყველაზე წარმატებული პერიოდი კი 2016-19 წლებში, ლუქსემბურგულ „დუდელანჟის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ჰქონდა. შემდეგ ძალიან მცირე ხნით ბელგიური „ვირტონი“ იყო. 2020-21 სეზონში უკვე „ლაიფციგში“ იულიან ნაგელსმანის თანაშემწე გახდა და შემდეგ „ბაიერნშიც“ თან გაჰყვა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
