ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სხვებთან შედარებით გამორჩეული წყვილი „მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნია“. წილისყრის შემდეგ მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი მიუნხენელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა
„მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თუ საბოლოოდ ტიტულს მოვიგებთ, ვერავინ წამოგვაძახებს და იღბალსა და ათასგვარ სისულელეებზე ვერავინ ილაპარაკებს. ჩვენი ტრიუმფი ძალიან ღირებული და შესანიშნავი იქნება. ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გავიარეთ („ბაიერნს“ ჯგუფში მეტოქეებად „ბარსელონა“, „ინტერი“ და „პლზენი“ ჰყავდა), მერვედფინალში პსჟ-ს ვაჯობეთ. ეს გამარჯვევები ჩვენს მენტალიტეტსა და გუნდის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
გვარდიოლას გუნდების ბევრი თამაში მაქვს ნანახი. პეპის გუნდები ძალიან სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. კიდევ ვიმეორებ, მათთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.
ერლინგ ჰოლანდი? ის საოცარი ფეხბურთელია. ფიზიკურად ძლიერი და ამავე დროს საკმაოდ სწრაფი, უმაღლესი დონის ფორვარდია, მაგრამ „სიტიში“ მის გარდა კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელია. თუმცა არანაკლები ფეხბურთელები ჰყავს „ბაიერნს“. ასე რომ, დიდი ბრძოლა იქნებას”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
