„იულიან ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია. ის სულ 33 წლისაა, თუმც უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს. დარწმუნებული ვართ, იულიანთან ერთად „ბაიერნი“ ისევე წარმატებული იქნება, როგორც ეს ბოლო დროს იყო“ – თქვა მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰეინერმა მას შემდეგ, რაც მან და ნაგელსმანმა თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმეს. ახლა, მოკლედ და კონკრეტულად: 1 ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ მათავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი...
ჭდე: იულიან ნაგელსმანი
ნაგელსმანი გაძვირდა
მიუნხენის „ბაიერნი“ მოლაპარეკებას აწარმოებს „ლაიფციგთან“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის დათმობის თაობაზე. „ლაიფციგი“ მზად არის, გაწყვიტოს კონტრაქტი 35 წლის სპეციალისტთან, თუმცა კომპენსაციის სახით 30 მილიონ ევროს ითხოვს. მანამდე ეს თანხა 15-20 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. რაც ჰასან სალიჰამიჯიჩთან ომობანათი დაღლილმა ჰანსი ფლიკმა „ბაიერნის“ დატოვება და გერმანიის ნაკრებში გადაბარგება გადაწყვიტა, „რეკორდმაისტერი“ ცაიტნოტში აღმოჩნდა. სწორედ ამით ისარგებლა „ლაიფციგმა“...
ვინ დანიშნავს ბაიერნის ახალ მწვრთნელს?
„შპორტ ბილდის” ინფორმაციით, თუკი „ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუშვებს, ახალი თავკაცის დანიშვნა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაევალება — კლუბში აღმასრულებელი შეფი რუმენიგეა. მაგრამ, არის მეორე საკითხიც: 65 წლის რუმენიგე „ბაიერნში” მხოლოდ 2021 წლის ბოლომდე რჩება, შემდეგ კი საქმეები 51 წლის ოლივერ კანმა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი თავის ყველა ნაბიჯს ვეტერან მეკარესთან შეათანხმებს. საქმეები ხომ უნდა...
განსაკუთრებულს წასასვლელად ამზადებენ
„ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუს მუშაობას წყალი შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ბოლო ექვს მატჩიდან ხუთი წააგო. ზედაც ასოციაციის თასი მიაყოლა, როდესაც „ევერტონთან“ დამატებით დროში დამარცხდა. ამდენს კი, განსაკუთრებულსაც არ პატიობენ და მის წასვლაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეტიც, გაჟონა ინფორმაციამ, თუ ვინ იქნება მოურინიოს შემცვლელი „ტოტენჰემში“. The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი უილიან ნაგელსმანი ქვეყანასაც შეიცვლის, კლუბსაც და „დეზებს“...
ბუდაპეშტში ლივერპულმა ლაიფციგს მოუგო
იურგენ კლოპმა თავისი ფეხბურთელები შეაქო, რადგან მათ სულის სიძლიერე გამოავლინეს და „ლაიფციგს” 2:0 მოუგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს მო სალაჰმა და სადიო მანემ. ინგლისური პრესის შეფასებით, მერსისაიდელებს ასე კარგად შობის შემდეგ არ უთამაშიათ. თამაში უნგრეთში ჩატარდა. „ლივერპულს” რომ წაეგო, კლოპის მოწინააღმდეგეები დიდ კრიზისზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ „წითლებმა” მათ...
მანჩესტერის კანდიდატებში ცვლილებაა
აგერ, გუშინ, ბრიტანულმა მედიამ, გაემზადეთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელად მაურისო პოჩეტინო მიდისო და… დღეს, უკვე ESPN-მა, დიდი შანსია „იუნაიტედი“ იულიან ნაგელსმანმა გაწვრთნასო. თავადვე წერენ, 33 წლის გერმანელი სპეციალისტის ინტერესი კლუბიდან მიდისო… ასევე იყო საუბარი ბრენდან როჯერსზეც, მაგრამ იმასაც იუწყებიან, იმის მიუხედავად, რომ არასახარბიელო შედეგებია, კლუბი ჯერ მხარდაჭერას უცხადებს ოლე-გუნარ სულშერსო.
ჩემპიონთა ლიგის გერმანული ოთხშაბათი
თომას ტუხელს თუ არ ჩავთვლით, გერმანელებს ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერი ოთხშაბათი ჰქონდათ: „დორტმუნდმა” „ბრიუგეს” სტუმრად 3:0 მოუგო; „ლაიპციგი” „პარი სენ ჟერმენთან” აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო — სწორედ აქ არ გაუმართლა პარიზელთა მწვრთნელ ტუხელს; ტიმო ვერნერმა კი „ჩელსის” შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა. დასავლეთლონდონელებმა „რენს” 3:0 მოუგეს. „დორტმუნდმა” ბრიუგეს მალევე მოუთავა საქმე: „რეალის” ვარსკვლავის ედენ...
პსჟ, ნაგელსმანი, მათემატიკა
მსურველმა ყველაფერი ნახა. ფაქტია, რომ ფრანგულმა პსჟ-მა გერმანული „ლაიფციგისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა (3:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ემოციები უკვე ჩაცხრა. ახლა მარტო ციფრები იყოს: – ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო, რაც არ არის გასაკვირი. „ლაიფციგი“ 11 წლის წინ დაარსდა. – 2008 წელს ამ გუნდების მწვრთნელები თომას ტუხელი და იულიან ნაგენსმანი „აუგსბურგი II“-ს...
რა მოხდა სიმეონეს და ნაგელსმანს შორის შესვენებისას?
ახალგაზრდა გერმანელმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გამოცდილი და სახელოვანი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა. ნაგელსმანი 33 წლისაა, სიმეონე ორმოცდაათის. სხვა სიტყვებით, „ლაიპციგმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:1 მოუგო. რატომ გავუსვით ხაზი მწვრთნელების ამბავს? მატჩის დამთავრების შემდეგ ნაგელსმანმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მასა და მის არგენტინელ ოპონენტს შორის აშკარად შავმა კატამ გაირბინა. როდესაც ტელეკომპანია „სქაიმ” გერმანელს ჰკითხა მწვრთნელების...
დეტალების კაცი ორი წლის წინ რეალს სდომებია
როგორც „ლაიპციგის” მწვრთნელი, 33 წლის იულიან ნაგელსმანი კარიერის ყველაზე დიდი მატჩის მოლოდინშია — ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მისი გუნდი „ატლეტიკოს” ხვდება. მეორე მხრივ, მას კარგად ესმის, რომ მომავალი წინ აქვს და მის დაგეგმვაზე ფიქრობს. ნაგელსმანმა ესპანურ „მარკას” ასე უთხრა: „ბაზარი ხომ მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპით მუშაობს. ამწუთას, მე „ლაიპციგთან” კონტრაქტით ვარ შეკრული, მაგრამ, ვინ იცის,...









