ჭდე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი

Home ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ნაკრებში 39 წლის ბრუნდება
ჩანაწერი

ნაკრებში 39 წლის ბრუნდება

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰოკან შესტრანდი და ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესახვედრად მილანში საგანგებოდ ჩაფრინდნენ. შეხვედრის ინიციატორი ანდერსონი გახლდათ, სალაპარაკო თემა კი ფეხბურთელის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება. „ზლატანმა ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მალე შევხვედროდი. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ორგანიზება ასე სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ...

ზლატან 7
ჩანაწერი

ზლატან 7

მიუხედავ იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წუხელ, „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისას პენალტი გააცუდა, ბოლო წუთზე თავისი ბურთი მაინც შეაგდო და მორიგი მიღწევაც დააფიქსირა  – შვედმა ფორვარდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა გოლი, რაც სერია A-ში აქამდე არავის გაეკეთებინა. სერიას მატჩებში ზედიზედ ექვსი გოლი ასევე მილანელ ანდრეი შევჩენკოსა და თავად ზლატანს ჰქონდათ გატანილი. უკრაინელმა თავი 2001 წელს გამოიჩინა, შვედმა...

დააბით ზლატანი!
ჩანაწერი

დააბით ზლატანი!

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ პირველი ქულები დაკარგა. „როსონერი“ სამჯერ დაწინაურდა „რომასთან“ შეხვედრაში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა – 3:3. შეხვედრის გმირი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტით 3:2 დააწინაურა გუნდი. ჯამში ზლატანმა მიმდინარე ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, რაც არათუ ვეტერანის, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ზღაპრული შედეგია.

იბრას 4 წუთი
ჩანაწერი

იბრას 4 წუთი

ყველა ტურნირები რომ მოვითვალოთ, მილანურ დერბიში „მილანს“ 2017 წლის შემდეგ „ინტერისთვის“ ერთხელაც არ მოეგო. და აჰა, წუხელ ნავსი გატყდა და ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვების შემოქმედი, თუ არა ბებერი იბრა? შვედმა ვეტერანმა „ინტერამდე“ კორონავირუსი დაჯაბნა, მერე კი დუბლის შესასრულებლად 4-წუთიანი ინტერვალი იკმარა. ეს ყველაფერი მე-16 წუთამდე მოხდა. შვედმა ჯერ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტის მოგერიება არ შეარგო...

შენცა, იბრა?
ჩანაწერი

შენცა, იბრა?

იტალიურმა მედიამ „მილანის“ ოფიციალურ განცხადებას დაასწრო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ბუნებრივია, 38 წლის შვედი ფორვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპალიგის შეხვედრაში „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ. ტესტირება გეგმიური იყო და იბრაჰიმოვიჩს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. უფრო ადრე კორონავირუსი „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – მცველ ლეონარდო დუარტეს დაუდასტურდა.

რანგნიკი: იბრაჰიმოვიჩს მაინც არ ვათამაშებდი
ჩანაწერი

რანგნიკი: იბრაჰიმოვიჩს მაინც არ ვათამაშებდი

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც „მილანის” ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე 62 წლის გერმანელი რალფ რანგნიკის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, იტალიური კლუბის 38 წლის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვოჩი, რომელიც დიდი თავაზიანობით არ გამოირჩევა, ამბობდა, რომ ასეთ სპეციალისტს არ იცნობს. რანგნიკმა, საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მას „სან სიროზე” დანიშნავდნენ, იბრაჰიმოვიჩს არ ათამაშებდა. ამ თემაზე მწვრთნელს, რომლის ხელშიც გაიხსნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც...

ზლატან ბატონი
ჩანაწერი

ზლატან ბატონი

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა. შვედმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ 37-ე ტურის მატჩში  (4:1) დუბლი გაახერხა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორივე მილანურ გუნდში 50 და მეტი გოლი გაიტანა. ზლატანი რისი ზლატანი იქნებოდა, ნამატჩევს საკუთარი თავი რომ არ შეექო. „ხალხი მეუბნება, რომ ბებერი ვარ და ვიხრჩობი, მაგრამ მე მხოლოდ ვხურდები. თითქოს ბენჯამინ ბატონი...

იბრა – პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც
ჩანაწერი

იბრა – პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც

არაერთხელ გვითქვამს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავმდაბლობის სინდრომი არ ემუქრება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შვედმა თავისებური ლაზათი შესძინა იტალიურ „მილანს“. ბოლო ხუთ ტურში ეს „როსონერის“” მეოთხე მოგება იყო და გუნდი მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. ისე, მოგებაცაა და მოგებაც. თითქმის უკვე ჩემპიონ „იუვენტუსთან“ 0:2-ს შემდეგ ზედიზედ ოთხი გოლის გატანა სერიოზული საქმეა. ბოლოს მილანელებმა ტურინელებს 4 გოლი 31 წლის...

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი
ჩანაწერი

ბერლუსკონი – გალიანი – ზლატანი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 6 მილიონ ევროს თუ გადაუხდიან, გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან კონფლიქტის მიუხედავად, თანახმაა ერთი წლითაც დარჩეს „მილანში“. შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში იანვრიდან ბურთაობს და სეზონის მეორე ნახევარში 3,5 მილიონი ევრო ერგება. თუ „მილანი“ ზლატანის პირობებს არ დააკმაყოფილებს, მას სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ ეპატიჟება, რომელსაც ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობს. „მონცა“ წლეულს სერია C – ში...

ტრავმა შესაძლოა სერიოზულია
ჩანაწერი

ტრავმა შესაძლოა სერიოზულია

ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, „მილანის” ვეტერანი შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავებულია და არ არის გამორიცხული, რომ ტრავმა სერიოზულია. ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. იბრაჰიმოვიჩი „მილანის” ვარჯიშზე დაშავდა. მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელები კარანტინის შემდეგ ამ კვირაში დაუბრუნდნენ ვარჯიშს. „როსონერის” პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ იბრაჰიმოვჩს მყესის პრობლემა აქვს, თუმცა მეტი არაფერი...