ჭდე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი

Home ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მანჩესტერში რა მინდოდა…
ჩანაწერი

მანჩესტერში რა მინდოდა…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”. 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად...

რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია
ჩანაწერი

რაიოლა: გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია

„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია” — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე. რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად „მანჩესტერ სიტის”) სარგებელს არ ანახებს. „პეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი ნულია, ლაჩარი...

ზურგი დაიხვეწა!
ჩანაწერი

ზურგი დაიხვეწა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზურგი მთლიანად მოიხატა. „მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელი ისედაც ტატუებით ცნობილი კაცი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ახალი სვირინგებით თავის მოწონება — 36 წლის ვარსკვლავმა „დასრულებული ზურგის” ფოტო ინტერნეტში გამოდო. ზლატანი, მოგეხსენებათ, დაშავებულია — „ბოქსინგ დეის” მერე არ უთამაშია. მას მუხლი სტკივა. „იუნაიტედში” ვერავინ ამბობს როდის დაუბრუნდება ის მოედანს. შესაბამისად, ფეხბურთელს დრო ჰქონდა და გეტებორგში თავის...

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ჩანაწერი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა

ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა. “იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა  “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი...

ბინდისფერია სოფელი…
ჩანაწერი

ბინდისფერია სოფელი…

“მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები შიშობენ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვეღარასდროს ითამაშებს ისე, როგორც მუხლის ოპერაციამდე თამაშობდა. მას მერე, რაც “ანდერლეხტთან” ევროლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მძიმე ოპერაცია გადაიტანა შვიდი თვეა გასული. ამ ხნის განმავლობაში 36 წლის იბრას ცდა არ დაუკლია ჯანი და ფორმა რომ აღედგინა, მაგრამ იმ ფორვარდის ლანდიც აღარსადაა, გასულ სეზონში, 46 შეხვედრაში 28 გოლი...