ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...
ჭდე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი
საშიში მხეცი
2019 წლის ოქტომბერში, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლოს ანჯელეს გალაქსიში” ბოლო მატჩი ჩაატარა და „მილანში” გადაბარგდა. შვედის წასვლამ კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს გული დაწყვიტა, მაგრამ თანაგუნდელებს, სავარაუდოდ, არა… ეს „სან ხოსე ერსქუეიქის” გერმანელი მოთამაშისგან, ფლორიან იუნგვირთისგან გახდა ცნობილი. იუნგვირთი 31 წლისაა. ადრე ის „მიუნხენ 1860″-ში, დრეზდენის „დინამოში”, „ბოხუმში” და „დარმშტადტ 98″-ში გამოდიოდა. მან იბრაჰიმოვიჩის ამბავი „ტვიტერზე”...
იბრა მიდის… მილანიდანაც…
იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო. ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა. ჯერ არავინ უწყის როდის ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი, ან რა იქნება სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ...
მილანმა იბრა დაადასტურა
იტალიურმა „მილანმა“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. შვედი ბომბარდირი სეზონს მილანში ჩაამთავრებს, თუმცა მხარეებმა უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს. იტალია ზლატანისთვის კარგად ნაცნობი გარემოა. 38 წლის შვედმა „მილანში“ 2010-2012 წლებში იბურთავა და სკუდეტოს გარდა იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. ამას გარდა ზლატანი სხვადასხვა დროს „იუვენტუსის“ და „ინტერის“ ღირსებასაც იცავდა. შეგახსენებთ, რომ...
უცხვირპირო ზლატანი
იმ კლუბის ქომაგებმა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაიწყო, ლეგენდა, მოიძულეს. საქმე იმაშია, რომ უზრუნველ მომავალზე მოფიქრალმა 38 წლის ფეხბურთელმა „მალმიოს“ პრინციპული მეტოქის „ჰამარბის“ წილების 25% შეიძინა. ცხადია გულშემატკივრებმა ზლატანს ეს ნაბიჯი არ აპატიეს და ქალაქის ცენტრში მდგარი მისი ძეგლი, ცოტა ხნის წინ, შელახეს… თუმცა, რადიკალმა ფანებმა როგორც ჩანს გული ვერ მოიოხეს და იბრას კიდევ ერთხელ...
ზლატანი სამშობლოში?
ვინ არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული, იმიჯზე და საკუთარი თავის რეკლამირებაზე უბადლოდ მომუშავე, ხშირად კონფლიქტური, მაგრამ მაინც ნებისმიერი გუნდისთვის მაინც სასურველი ფეხბურთელი? ამ კითხვის პასუხად ბევრს გონებაში უსათუოდ ზლატან იბრაგიმოვიჩი ამოუტივტივდება, რომელმაც თავისი მართლაც შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო, არადა ისეთ კლუბებში უგორებია ბურთი ბევრი დიდი ოსტატისთვის ოცნებად რომ რჩება. 38 წლის...
ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს
ამერიკულმა მედიამ MLS-ის კლუბების ბიუჯეტი და მათი ფეხბურთელების ჯამაგირი გამოარკვია. თურმე, სან ხოსეში, სადაც ორი ქართველი ირიცხება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია. საქართველოს ნაკრების შემტევი ყოველწლიურად 1 475 004 დოლარს იღებს. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ასევე ერთადერთია კლუბში, ვისი ხელფასიც მილიონზე მეტია. ყაზაიშვილს, თვით კლუბის ლეგენდასა და MLS-ის ახლალგამომცხვარ საუკეთესო ბომბარდირ კრის ვონდოლოვსკიზე მეტი აქვს. ვონდოლოვსკი...
ზლატანის თერთმეტეული
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლამის ყველა დიდ კლუბში უთამაშია: „ბარსელონაში”, „ინტერში”, „მილანში”, „იუვენტუსში”, „აიაქსში”, „პარი სენ ჟერმენში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”… დღეს 37 წლის თავდამსხმელი აშშ-ის „ლოს ანჯელეს გალაქსიში” გამოდის. ამ დღეებში შვედმა თავის „ინსტაგრამზე” გამოფინა რვეულის ფურცელი, რომელზეც ხელით იყო დაწერილი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები. ცნობისათვის: ეს ნაკრები იბრაჰიმოვიჩის ყოფილი თანაგუნდელებისგან შედგება, ამიტომ მასზე ვთქვათ კრიშტიანუ რონალდუ არ უნდა...
როგორ მოატყუეს ზლატანი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ ჟერმენში” ოთხი წელიწადი გაატარა, 2012-დან 2016-მდე. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზელთა შემადგენლობაში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 156 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკის შემყურე გულშემატკივარი იფიქრებს, რომ იბრას ფრანგულ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგ ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც შვედმა ახლახან გამოსცა (წიგნს ჰქვია „მე ვარ ფეხბურთი”) ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი ამბავი, თუ როგორ...
მართალია ზლატანი ვიყავი, მე ეს გავაკეთე
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” თავი უხელფასოდ შესთავაზა. ვარსკვლავმა „ოლდ ტრეფორდზე” გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლი შეაგდო, მაგრამ 2017 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში, „ანდერლეხტთან” მძიმედ დაშავდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა. მართალია იბრაჰიმოვიჩი წლის ბოლოს, ნოემბერში გამოჯანმრთელდა და „იუნაიტედის” შემადგენლობაში შვიდი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მარტში გუდა-ნაბადი აიკრა და...








