მიუხედავ იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წუხელ, „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისას პენალტი გააცუდა, ბოლო წუთზე თავისი ბურთი მაინც შეაგდო და მორიგი მიღწევაც დააფიქსირა – შვედმა ფორვარდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა გოლი, რაც სერია A-ში აქამდე არავის გაეკეთებინა.
სერიას მატჩებში ზედიზედ ექვსი გოლი ასევე მილანელ ანდრეი შევჩენკოსა და თავად ზლატანს ჰქონდათ გატანილი. უკრაინელმა თავი 2001 წელს გამოიჩინა, შვედმა 2012 – ში.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი აშშ-დან მილანში წლეულს, იანვარში დაბრუნდა. სულ ამ სეზონში, ზლატანმა 9 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
