კიმიხის ოპერაცია

Home კატეგორიის გარეშე კიმიხის ოპერაცია
კიმიხის ოპერაცია

ჯოშუა კიმიხმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მეორე დღესვე ქირურგის მაგიდაზე აღმოჩნდა. გადადება აღარ ურჩიეს.

დღეს ამბობენ, რომ კიმიხი მოედანს იანვრამდე არ დაუბრუნდება, რაც საუკეთესო ვარიანტია.

„კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ ჯოშუა რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ შეუერთდება გუნდს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ აღდგენითმა პერიოდმა რაც შეიძლება მალე გაიაროს” — თქვა „ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

კიმიხი ერლიგ ჰოლანდთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. იმ ეპიზოდში  იგი ყვითელი ბარათითაც დასაჯეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.