ნაკრებში 39 წლის ბრუნდება

Home აქეთურ-იქითური ნაკრებში 39 წლის ბრუნდება
ნაკრებში 39 წლის ბრუნდება

Football: Zlatan Ibrahimovic returns to Milanშვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰოკან შესტრანდი და ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესახვედრად მილანში საგანგებოდ ჩაფრინდნენ. შეხვედრის ინიციატორი ანდერსონი გახლდათ, სალაპარაკო თემა კი ფეხბურთელის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება.

„ზლატანმა ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მალე შევხვედროდი. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ორგანიზება ასე სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის გარეშე მოწყენილია.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...