ფეხბურთის თამაშს თავი რომ დაანება გვარიანად ახალგაზრდა იყო, 28 წლის. ტრავმებმაც შეაწუხა. ცნობილ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „კაცმა, რომელსაც დიდი კარიერის გაგრძელება სურს, ყოველ ცისმარე დღეს უნდა ივარჯიშოს. მე მეტი აღარ შემეძლო. თან თავში უკვე ახალი პროექტი მიტრიალებდა — ჩემთან ინვესტორი მოვიდა და მტვერსასრუტების ბიზნესი შემომთავაზა. მეც ამ საქმეზე გადავერთე, კომპანია გავხსენი....
ჭდე: შვედეთის ნაკრები
იბრაჰიმოვიჩი: ვინ იცის საერთოდ ცოცხალი ვიქნები თუ არა
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა შვედეთის ნაკრებმა წააგო: საქართველოსთან 0:2 და ესპანეთთან 0:1. შედეგად, გუნდი რომელიც ამ მატჩებამდე B ჯგუფის ლიდერი იყო, მეორე ადგილზე გავიდა და იმისათვის, რომ გაისად ყატარში მოხვდეს, ახლა ფლეი-ოფი აქვს გადასალახი. შვედების ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სევილიაში ესპანეთთან წაგების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ....
ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის
ალვარო მორატას მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლმა ესპანეთს შვედეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (1:0), რის შედეგადაც „ლა როხამ“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სევილიის „ესტადიო ლა კარტუხაზე“ B ჯგუფის ზედა ორი ადგილი ასე განაწილდა: პირველზე 19 ქულით ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი 15 ქულით შვედეთი. შვედებს ყატარში მოსახვედრად ფლეი-ოფში გამარჯვება მოუწვევთ. შეხვედრა ნერვიულად მიმდინარებდა და...
სიტყვა ფრე არ გავიგონო!
ვინაიდან საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვების სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, ერთხელაც გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფს, სადაც შვედებს საქმე გაურთულდათ და კვირას სევილიაში ესპანეთის დამარცხება სჭირდებათ. თუ ვერ მოიგებენ, პირველ ადგილზე ესპანეთი გავა და „ყატარი 2022“-ის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს, სკანდინავიელებს კი დამატებითი წვალება მოუწევთ. ფრე ესპანელებისაა. იმ დღეს, როდესაც საქართველომ შვედეთს აჯობა (2:0), „ლა...
ზლატანი ჯიბეში ჩაისვა
ცალი ხელის თითებიც ეყოფა ჩვენი ნაკრების იმ მატჩების ჩამოთვლას, რომლებმაც მსგავსი ემოცია გვაჩუქა. შვედები აშკარად ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ, მაგრამ თავის ზლატანიანად ნირწამხდარებმა დატოვეს ბათუმი. განა რამე რადიკალური მიხდა ჩვენს გუნდში – უბრალოდ, ყველამ ბოლო წამამდე იომა და აღმოვაჩინეთ, რომ შეგვძლებია. ახლა ამ ნაპერწკალს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. კიდევ ერთი: მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 40 წლის...
გავაფუჭეთ!!!
იტალია, შოტლანდია და ახლა უკვე შვედეთი. ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელსაც დიდ ტურნირზე მოხვედრა პრობლემად ვუქციეთ და საქმე გავუფუჭეთ. ახლა სკანდინავიელებმა ესპანეთს სტუმრად უნდა მოუგონ, ანაც ფლეი-ოფის გზით იწვალონ მუნდიალზე მოსახვედრად. არადა, დღეს დავწერეთ წინათქმაში, თუ ვერაფერს ვაკეთებთ, გავაფუჭოთ მაინცო. და ახდა… საქართველოს ნაკრებს მსგავსი გამონათებები აქვს, თუმცა – იშვიათად. დღეს სწორედ ეს დღე იყო...
შვედეთი ჩვენი ჯგუფის ლიდერია
შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფს სათავეში მოექცა, ესპანეთს გადაასწრო. საამისოდ მან შინ 2:0 მოუგო საქართველოდან გამარჯვებით ჩასულ საბერძნეთს. გოლები გაიტანეს ემილ ფორსბერგმა, პენალტით და ალექსანდერ ისაკმა. არადა, შეხვედრის პირველი მომენტები ბერძნებმა შექმნეს. სულ თავიდან ტასოს ბაკასეტასმა გიორგოს მასურასი მახვილი კუთხიდან შეიყვანა სახიფათოდ, მაგრამ მან გარედან გაარტყა ბადეს ბურთი. მასურასმა ერთი ხნის შემდეგ გოლიც გაიტანა,...
ბერძნები ბრძოლას არ ეთიშებიან
საბერძნეთს შვედეთთან გამარჯვება სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერძნების შანსს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრილიყვნენ, ქარი წაიღებდა. და მათ ეს შეძლეს. ათენში მასპინძლებმა 2:1 აჯობეს შვედებს, რომლებისთვისაც ეს მიმდინარე წელიწადს მეოთხე წაგება იყო. მოგეხსენებათ, ლაპარაკია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფზე, რომელსაც ესპანეთი ლიდერობს, ცხრილის მაჩანჩალა კი საქართველოა, რომელმაც თავისი ერთადერთი ქულა სწორედ...
ესპანეთის საქმე ცუდად არის
შვედეთის ნაკრები ესპანელებთან თავიდან ჩამორჩა, მაგრამ, შემდეგ ორი გოლი გაიტანა და B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე ფართხალებს, სამი თამაშიდან სამი გამარჯვებით ლიდერის პოზიციაზეა. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევრო 2020-ზე 0:0 დასრულდა, ამჯერად კი გოლმა არ დაახანა — დებიუტანტმა კარლოს სოლერმა, რომელიც „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია და ჩინებულ ფორმაშია, მეხუთე წუთზევე გახსნა ანგარიში. თამაში...
როცა გავარდნა ბედნიერებაა
შვედეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან აჯობა ესპანეთს, სლოვაკეთს და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს, მაგრამ მერვედფინალში, ბევრისთვის მოულოდნელად უკრაინასთან 1:2 დამარცხდა. თუმცა, როგორც ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოდან ჩანს, ხანდახან ჩემპიონატს რომ გამოეთიშები დიდი ბედნიერებაა. განსაკუთრებით, თუ შინ ასე გელიან. ვიდეო „მანჩესტერ იუნაიტედისა” და შვედეთის ნაკრების მცველის ვიქტორ ლინდელოფის მეუღლემ მაია ნილსონმა გადაიღო და...









