მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა. „ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ...
ჭდე: შვედეთის ნაკრები
პედრიმ ისტორია დაწერა
პედრი მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ უკვე თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. კანარის კუნძულებიდან წამოსულ ყმაწვილკაცს ჯერ „ბარსელონას” შემადგენლობაში ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, შემდეგ კი გუშინდელი დღეც გაუთენდა — გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. ზემოთ ვთქვით, რომ პედრი არის 18 წლის, უფრო ზუსტად კი ის გუშინ, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებთა...
ნაკრებში 39 წლის ბრუნდება
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰოკან შესტრანდი და ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესახვედრად მილანში საგანგებოდ ჩაფრინდნენ. შეხვედრის ინიციატორი ანდერსონი გახლდათ, სალაპარაკო თემა კი ფეხბურთელის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება. „ზლატანმა ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მალე შევხვედროდი. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ორგანიზება ასე სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ...
ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!
სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო...
ზლატან, f*** off-ო
ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ...
გერმანია გავა მერვედფინალში თუ…
შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ: გერმანია გავა მერვედფინალში თუ… მოუგებს...





