უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს… არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები… ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა. მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ...
ჭდე: ზინედინ ზიდანი
ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა
არსენ ვენგერი ინტერნეტ-სენსაციად იქცა. „არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 69 წლისაა, მთელი კარიერა დაბალ ლიგებში თამაშობდა და უცებ მსოფლიოს მოედო ფოტო სადაც ის ფეხბურთის ლეგენდას, 46 წლის ზინედინ ზიდანს ფინტით აბითურებს. „რეალის” 46 წლის მწვრთნელისთვის ასეთ ფოტოზე მოხვედრა ალბათ უხერხულიც კი იყო. სოციალური ქსელები კომენტარებით გადაივსო. „როგორ ატყუებს ვენგერი ზიდანს მოედნის ცენტრში… ეს სპორტის ისტორიის ფოტოებიდან...
აქაც კი არ ათამაშეს
„რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც უვარგისი ფეხბურთი ითამაშა, შინ წააგო „ბეტისთან” (0:2) და ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი ამ შეხვედრაშიც კი არ შეუშვა მოედანზე. ფაქტობრივად, ამ საქციელით მწვრთნელმა თქვა, რომ უელსელისთვის მის გუნდში ადგილი არ მოიძებნება და თავდამსხმელი, ბუნებრივია, ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს 29 წლის ვარსკვლავის შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს, რაზეც მან...
ბეილი გუნდს გამოეყო
„რაიო ვალეკანოსთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე გუნთან ერთად არ დაბრუნდა. გაბრაზებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასასვენებლად და დასაფიქრებლად ორდღენახევარი მისცა. ეს რომ გაიგო, ბეილმა ზიდანს მყისვე, სტადიონიდან მადრიდის ბარახას აეროპორტში გამგზავრების უფლება სთხოვა, სადაც მას კერძო თვითმფრინავი ელოდა. მადრიდული გაზეთი „მარკა” წერს, რომ ამის შემდეგ ბეილი ავტობუსში აღარ...
ეს იყო ნული!
„რეალის” კრიზისი გრძელდება. კვირას „თეთრებმა” თანაქალაქელ „რაიო ვალეკანოსთან” წააგეს 0:1. ამ გამარჯვებით „რაიომ” ლა ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს კი Movistar + თან ინტერვუში და მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მწარე ლაპარაკი მოუხდა. „რაიოს” შესახებ: მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდათ და მიაღწიეს კიდეც. „რაიო ვალეკანომ” ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც წესით ჩვენ უნდა გვეთამაშა. ჩვენ კი პირველიდან...
ეს მამაშენს ჰკითხე
თუკი ამქვეყნად ვინმე ტექნიკური ფეხბურთელი ყოფილა, ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის ურუგვაელი ენცო ფრანჩესკოლი იყო. იმდენად, რომ თვით ზინედინ ზიდანმა თქვა, ის ჩემი კერპი გახლდათ და ილეთებს მისგან ვსწავლობდიო. ცნობილია, რომ „რეალის” მწვრთნელმა თავის უფროს ვაჟს ენცო სწორედ ფრანჩესკოლის საპატივცემულოდ დაარქვა. „ლა პახინა მილიონარიასთან” ინტერვიუში „რივერ პლეიტის” ლეგენდამ საინტერესო ისტორია გაიხსენა: „არ მიყვარს ამის მოყოლა, რადგან...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აი, გაზაფხულიც მოვიდა. რას გამოელი აქედან? ბევრს არაფერს, ახალი არაფერი ხდება. აი, გიგზიც დაიმტვრა. ახალი არაფერია. გიგზი თუ დაიმტვრა. როგორღა არ არის ახალი ამბავი? კარგი ერთი. გიგზი შარშანაც დაიმტვრადა შარშანწინაც, საერთოდ, უცნაური ბიჭია, უელსელი და არც არის უელსელი, მაგარია და არც არის მაგარი, დამტვრეულია და არც არის დამტვრეული. საერთოდ, ზამთარში უყვარს თამაში. დანარჩენ დროს? დანარჩენ...
რაიოლას შეუთვალესო
„სანი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შეუთვალა, თუ „რეალს” ფრანგის ყიდვა უნდა, კეთილი ინებოს და 130 მილიონი გირვანქა გადაგვიხადოსო. 130 მილიონი გირვანქა ევროებში 150,6 მილიონს უდრის. აქვე დავძენთ, რომ ინგლისური გაზეთი არ ამბობს, თითქოს ეს ცნობა უეჭველია, უბრალოდ წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს და მის შემცვლელს ეძებს....
იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო. თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს. ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და...
წახამუშება
ჩემი შვილი კი არ დავაყენე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი დავაყენე, თან ისე, რომ სხვა გამოსვალი არ მქონდაო. ასე თქვა, „რეალის“ სათავეში მობრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, როცა ერთი კვირის წინ, 3-2-ზე მოგებულ თამაშში „რეალის“ ძირითადში მისი ვაჟი, ლუკა დააყენა კარში. იღბლიანი დღე გამოვიდა. ახალბედა მეკარე ჩადგა და მოიგეს. მესამე მეკარე. ზიზუმ იოლად ახსნა: ტიბო კურტუა დამტვრეულია, კეილორ ნავასს...







