ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
სწრაფად, ძვირად და გარანტიით
ჩანაწერი

სწრაფად, ძვირად და გარანტიით

კეილორ ნავასის კარიერაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც კოსტა რიკელს მეორე მეკარეობა არ უნდოდა და „რეალიდან“ წასვლას ითხოვდა. ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ნავასი ყოველთვის პირველ ნომრად ჰყავდა, განაცხადა, რომ ამიერიდან „თეთრების“ მთავარი გოლკიპერი ტიბო კურტუა იქნება. ზიდანმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ სეზონში მეკარეების როტაციას აღარ აპირებს. „რეალის“ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტებმა იციან, რომ ნავასს ახალი კლუბი უნდა უპოვნონ...

სავარაუდო უსაქმური
ჩანაწერი

სავარაუდო უსაქმური

„აუდის თასზე”, მესამე ადგილისთვის, „რეალმა” „ფენერბაჰჩეს” 5:3 მოუგო. ეს თამაში „ალიანც არენაზე” გაიმართა. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრეს-კონფერენცია მოაწყო. კითხვების დიდი ნაწილი გარეთ ბეილის თემას შეეხო. „ბეილის შესახებ ახალს ვერაფერს გეტყვით. მე არ მინახავს ფოტოები, რას აკეთებდა ის მადრიდში, სანამ ჩვენ აქ ტურნირზე ვთამაშობდით. იმედი მაქვს, რომ გულმოდგინედ ვარჯიშობდა, რაც მარტივად გამოჩნდება,...

მენეჯერი თუ მწვრთნელი
ჩანაწერი

მენეჯერი თუ მწვრთნელი

ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და ამიტომ არ გაემგზავრა „რეალთან” ერთად მიუნხენში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან” სათამაშოდ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „აუდის თასის” შეხვედრა, რომელიც „სფურზმა” 1:0 მოიგო. ბეილი, როგორც ვთქვით, მადრიდში დარჩა, რასაც წინ მისი ჩინური ტრანსფერის ჩაშლა უძღოდა და ყველამ იფიქრა, რომ უელსელი მადრიდელებს გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ გაჰყვა. შესაძლოა, ბეილის...

ტრანსფერები მოსწრებაზე
ჩანაწერი

ტრანსფერები მოსწრებაზე

დედლაინამდე ცოტაღა დარჩა და ახლა თითოეული ტრანსფერი მოსწრებაზეა. ზინედინ ზიდანი ისე ჩააცივდა პოლ პოგბას ტრანსფერს, ფლორენტინო პერესს არჩევანი არ დაუტოვა. „მანჩესტერი“ 180 მილიონ ევროს გამოელის, „რეალის“ ბოსს კი პროცესში თავად პოგბას ჩართვა და სამმხრივად მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება სურს. მანჩესტერელებმა ბოლო ვადად 8 აგვისტო დათქვეს, რომ პოგბას შემცვლელის პოვნა მოასწრონ. მადრიდში სხვა სიახლეცაა. ჩინური „ციანზუ სუნინი“...

ზიდანი ბეილს აბრალებს
ჩანაწერი

ზიდანი ბეილს აბრალებს

ვწერდით, რომ ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი „რეალისა” და „ბაიერნის” ამხანაგურ შეხვედრაში (1:3) არ ათამაშა. ამასვე წერდა მთელი მსოფლიო. მაგრამ, მადრიდელთა მწვრთნელმა, თქვა, რომ ბეილმა იმ შეხვედრაში მონაწილეობაზე თვითონ თქვა უარი. „არსენალთან” ხვალინდელი მატჩის წინ, „ლოს ბლანკოსის” თავკაცმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე უპატივცემულოდ არავის ვეპყრობი, მითუფრო ფეხბურთელს. უბრალოდ, ახლა ისეთი პერიოდია, რომ კლუბი მის გაყიდვაზე მუშაობს. „ბაიერნთან”...

ისტორიული ხელფასის ზღვარზე
ჩანაწერი

ისტორიული ხელფასის ზღვარზე

გარეთ ბეილი ისტორიულ წინადადებას განიხილავს — მას შეუძლია გახდეს ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც კვირაში მილიონ გირვანქას მიიღებს. მილიონი გირვანქა 1,25 მილიონ დოლარს ან 1,1 მილიონ ევროს უდრის. ყველაფერი კი „რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებას მოჰყვა. ფრანგმა თქვა, ბეილი მადრიდიდან რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნებაო და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩინური სუპერლიგის კლუბმა...

ზიდანი რეალს დაუბრუნდა
ჩანაწერი

ზიდანი რეალს დაუბრუნდა

ზინედინ ზიდანი მონრეალის სასტუმრო „რიც კარლტონში” დაბრუნდა. ეს ის ადგილია, სადაც „რეალი” ცხოვრობს და სეზონისწინა შეკრებას გადის. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგი მწვრთნელი გასულ პარასკევს მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნდა მადრიდში. მიზეზი: მას უფროსი ძმა, 54 წლის ფარიდი გარდაეცვალა.  

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი
ჩანაწერი

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი

„რეალმა” მოკლე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ზინედინ ზიდანს გარდაეცვალა ძმა, ფარიდი, 54 წლის. მიზეზი: სიმსივნე. როგორც ჩანს, ფარიდ ზიდანს დაავადება დიდი ხანი არ არის რაც აღმოუჩინეს. ამიტომ წერენ საიტები, რომ მას ხანგრძლივად არ უავადმყოფია. მადრიდელთა მწვრთნელს გუნდის კანადური შეკრებიდან სასწრაფოდ მოუხდა მადრიდში დაბრუნება. კანადაში იმყოფებოდა ზიდანის მეუღლე ვერონიკიც, რომელიც მეუღლსთან ერთად გაეშურა ევროპისკენ. შეკრებაზე დარჩენილმა „რეალმა”...

კაცი, რომელიც ვერ დააფასეს
ჩანაწერი

კაცი, რომელიც ვერ დააფასეს

ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...

თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება
ჩანაწერი

თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება

„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას. მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი...