ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ „ელ კლასიკო” რომელიც დღეს „კამპ ნოუზე” გაიმართება. „ბარსელონასა” და „რეალის” დღევანდელი შეხვედრა ადრინდელებზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მიზეზი: პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, ჟურნალისტებს არანაკლებ აინტერესებდათ ვალვერდეს აზრი საკუთრივ თამაშის შესახებ. სხვადასხვა კითხვას შორის იყო ერთი, რომელმაც შეკრებილთა...
ჭდე: ზინედინ ზიდანი
აზარი, ტრავმა და ელ კლასიკო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა. როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე....
რეალმა ვერ ისარგებლა
„რეალმა” „ბარსელონას” მოულოდნელი წაგებით ვერ ისარგებლა და ლა ლიგის ცხრილს სათავეში ვერ მოექცა. „თეთრებმა” „ბეტისთან” შინ 0:0 ითამაშეს. მადრიდელებმა მე-10 წუთზე გოლი კი გაიტანეს, ეს ედენ აზარმა მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. მიზეზი: ოფსაიდი. ამრიგად, „რეალი” და „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს 22-22 ქულით ლიდერობენ. კატალონიური გუნდი გოლების უკეთესი სხვაობის გამო მაინც პირველ ადგილზეა. მატჩის შემდეგ...
ზიდანის კაცი
ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი „რელის” შემადგენლობაში თამაშის შანსს უმალ მის ფავორიტ ფეხბურთელებს აძლევს, ვიდრე ახლებს. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „თეთრების” მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ფრანგის პირველი მადრიდული პერიოდის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ, მათ შორისაც არის განსხვავება. თუკი ეგრეთწოდებულ ზიდანის ფეხბურთელთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელის ბურჯი და საყრდენია, ეს ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გახლავთ. ამ ეტაპზე...
ზიდანს ახსოვს, აზარმა იცის
„რეალს“ „ატლეტიკოსთან“ ქულის მოსაპოვებლად თამაშის ჩაკეტვა დასჭირდა. ეს „ბლანკოსის“ ფეხბურთის დამახასიათებელი სტილი არ არის… ზინედინ ზიდანს დათხოვნა ჯერ არ ემუქრება, თუმცა, მაინც გასახსენებელია, რომ კაპელო, შედეგის მიუხედავად, მადრიდიდან უსახური ფეხბურთის ჩვენების გამო გაუშვეს. ზიდანმა ეს იცის, ახსოვს და აზარის იმედი აქვს „ვიცი, რომ აზარი „რეალში“ წარმატებას მიაღწევს. რჩევის მიცემაც კი არ მჭირდება, თუ როგორ უნდა ითამაშოს....
სირთულეები მეშვიდე ცაზე
ამ ზაფხულს, „რეალში” რომ გადავიდა, ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თქვა ახლა კი მეშვიდე ცაზე ვარო, მაგრამ დაიწყო სეზონი და გაირკვა, რომ მეშვიდე ცაზე ყოფნა გაცილებით ძნელია, ვიდრე მას წარმოედგინა. გასულ შაბათს „რეალის” ახალი მეშვიდე ნომერი მადრიდულ დერბიში დიდი მოწადინებით ჩაება, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. „მარკა” წერს, რომ „ატლეტიკოს” წინააღმდეგ აზარმა 77 წუთი დაჰყო მოედანზე და მთელი...
პოჩეტინოს ფიქრები, მადრიდელი ვიქნები
23 სექტემბერს, მილანის ლა-სკალას საოპერო დარბაზში გამართული ფიფას გალა-დაჯილდოების შესახებ ფეხბურთის ქომაგებს კარგაც ეცოდინებათ. რა თქმა უნდა, მოდების ქალაქში იმყოფებოდა „ტოტენჰემის“ დამრიგებელი მოურისიო პოჩეტინოც, რომელიც საუკეთესო მწვრთნელობაზე „იქაჩებოდა“, კონკურენტებად კი იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა ჰყავდა. საინტერესოა, რომ სამივე პრემიერლიგის გუნდის თავკაცი არის და იშვიათად გვახსენდება ფაქტი, ნომინანტებს შორის ყველა ერთ ქვეყანაში მუშაობდეს. ასეა თუ...
ახლა კი სწორად გააგდებენ
ზინედინ ზიდანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში საშინელი გამოვიდა — „რეალმა” ნეიმარ და მბაპენაკლულ „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო. მადრიდელებს სამიდან ორი გოლი მათმა ოდინდელმა ვარსკვლავმა, გუნდიდან გაშვების გამო მათზე გაბრაზებულმა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ გაუტანა. ამ შეხვედრაში „რეალს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა სამართლიანად. და ამ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, გუნდს კარში არ დაურტყამს. კარისკენ...
რეალის მთავარი პრობლემა
„რეალმა” „პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პირწმინდად წააგო, 0:3. მატჩის შემდგომ მადრიდელთა ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა: „მათ ჩვენ ყველაფერში გვაჯობეს, ბურთაობაში, ნახევარდაცვაში… მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა ის იყო, რომ ჩვენ ინტენსივობა გვაკლდა. ძნელია, როდესაც ძლიერად არ იწყებ. „პარი სენ ჟერმენი” სახიფათო მომენტების შექმნაში ძლიერია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ მადარდებს. მადარდებს ის,...
რეალს გამოცდები ეწყება
სანაკრებო კვირეული დასრულდა. ახლა საკლუბო ორომტრიალი გაგრძელდება. „რეალს”, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერ ქუხდა, უახლოეს კვირებში ორ-ორი თამაში ელის. კერძოდ, მადრიდელებს მომდევნო 22 დღეში შვიდი შეხვედრა უწევთ — ხუთი ლა ლიგაში და ორი ჩემპიონთა ლიგაში. ამ პერიოდში გაიმართება გამორჩეული მატჩები „პარი სენ ჟერმენთან”, „სევილიასთან” და მადრიდული დერბი „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ეს საგამოცდო პერიოდი შაბათს, 14 სექტემბერს, „სანტიაგო...









