„რეალს“ „ატლეტიკოსთან“ ქულის მოსაპოვებლად თამაშის ჩაკეტვა დასჭირდა. ეს „ბლანკოსის“ ფეხბურთის დამახასიათებელი სტილი არ არის…
ზინედინ ზიდანს დათხოვნა ჯერ არ ემუქრება, თუმცა, მაინც გასახსენებელია, რომ კაპელო, შედეგის მიუხედავად, მადრიდიდან უსახური ფეხბურთის ჩვენების გამო გაუშვეს. ზიდანმა ეს იცის, ახსოვს და აზარის იმედი აქვს
„ვიცი, რომ აზარი „რეალში“ წარმატებას მიაღწევს. რჩევის მიცემაც კი არ მჭირდება, თუ როგორ უნდა ითამაშოს. მან მშვენივრად იცის მისგან რას ველოდებით და ჩვენც ვიცით, რა შეუძლია. ყველანი მშვიდად ვართ, აზარს დროის მეტი არაფერი სჭირდება“, – თქვა ზიდანმა.
ბელგიელიც ფიქრობს, რომ ის ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქესთან განსხვავების შექმნა შეუძლია: „თავს კარგად ვგრძნობ, 100 პროცენტით მზად ვარ. ხალხი ჩემგან ბევრს მოელის, თუმცა ეს დაძაბულობას არ მმატებს. ვიცი რაც შემიძლია და ისე ვემზადები, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. ვეცდები ჩემპიონთა ლიგაში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. მეტოქესთან განსხვავების შექმნა შემიძლია“, – თქვა ედენ აზარმა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
