დედლაინამდე ცოტაღა დარჩა და ახლა თითოეული ტრანსფერი მოსწრებაზეა.
ზინედინ ზიდანი ისე ჩააცივდა პოლ პოგბას ტრანსფერს, ფლორენტინო პერესს არჩევანი არ დაუტოვა.
„მანჩესტერი“ 180 მილიონ ევროს გამოელის, „რეალის“ ბოსს კი პროცესში თავად პოგბას ჩართვა და სამმხრივად მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება სურს.
მანჩესტერელებმა ბოლო ვადად 8 აგვისტო დათქვეს, რომ პოგბას შემცვლელის პოვნა მოასწრონ.
მადრიდში სხვა სიახლეცაა.
ჩინური „ციანზუ სუნინი“ გარეთ ბეილში 22 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი ჯამაგირის სახით ორ წელიწადში 34 მილიონ ევროს სთავაზობს. კიდევ ერთი ცხელ-ცხელი ამბავი: ლივერპულის „ევერტონი“ ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინში 35 მილიონ ევროს სთავაზობს.
იტალიელები 40 მილიონ ევროს და ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებას ითხოვენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
