ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი. პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს...
ჭდე: ზინედინ ზიდანი
ზიდანი: აი, რისი კეთება მინდა!
ზინედინ ზიდანის გზა პროფესიული ფეხბურთის მწვერვალებისკენ რთული და შრომატევადი გახლდათ. ფრანგმა ფეხბურთელის კარიერის ბოლო 5 წელიწადი „რეალში” გაატარა, სადაც რონალდოს, რაულის, ლუიშ ფიგუს, რობერტო კარლოსის და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც. „ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი, — თქვა მან OTRO-თან ინტერვიუში, — ერთადერთი რაც მაინტერესებდა ბურთის თამაში იყო....
პოგბას ოცნება და ბედნიერება
პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი...
ნავასის სინათლე გვირაბის ბოლოს
„რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და… „სელტასთან” ჩატარებული შეხვედრით (2:0) თუ ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ლაღი „რეალიც”. თან, ზიდანის მოსვლა და შემადგენლობაში კეილორ ნავასისა და ისკოს გამოჩენაც ერთი გამოდგა. ყურადსაღებია: მწვრთნელმა კარში ჩააყენა თავისი ფავორიტი მეკარე და არა პრეზიდენტის მიერ ზაფხულში 37 მილიონ ევროდ ნაყიდი ვარსკვლავი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ოქროს ხელთათმანი” მოიპოვა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ...
ვინ დაბლოკა მოურინიუ
გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...
რა გოლფი აგიტყდა, კაცო?!
„რეალში” ზინედინ ზიდანის დაბრუნებას დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ყველა აღელვებულია და ყველაფერზე რეაგირებს. ასეთი საგიჟეთისთვის კი სოციალური ქსელები გახლავთ ზედგამოჭრილი ადგილია. და აი, ასეთ დელიკატურ მომენტში გარეთ ბეილმა კარგად ვერ მოზომა რა დაეპოსტა თავის „ტვიტერში”. ორშაბათს, როდესაც ზიდანს მადრიდში ნიშნავდნენ ბეილმა, თითქოს ამქვეყნად არ ყოფილიყო, გასული ზაფხულის დროინდელი უდარდელი ვიდეო გამოამზეურა, სადაც ის გოლფის თამაშით ნებივრობს...
ზიდანი დაბრუნდა!
მადრიდში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. „მარკა“ წერს, რომ სულ მალე მას მერე რაც ზინედინ ზიდანზე ითქვა, რომ ის „რეალში” ბრუნდება, ლეგენდარულმა ფრანგმა უკვე „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის რანგში მოაწყო პრეს-კონფერენცია. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მას გარს ეხვივნენ ყოფილი თანაგუნდელები, მათ შორის რაული და რობერტო კარლოსი. ზიზუს აგრეთვე ახლდნენ კლუბის დირექტორატის წევრები და მეუღლე ვერონიკი. ზიდანმა „რეალთან” 2022 წლამდე...
ჩელსის ტრანსფერები აეკრძალა, ზიდანს – არა
ზინედინ ზიდანს „ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა არ შეეხება და მას დასახარჯად 200 მილიონ გირვანქას მისცემენ — გუშინ ფიფამ „ლურჯებს” 29 ყმაწვილი ფეხბურთელის უკანონოდ დაბევებისთვის ორი სატრანსფერო ფანჯრით აუკრძალა ბაზარში გასვლა. დასავლეთ ლონდონელების ბედად აკრძალვა ამ ზაფხულიდანვე არ ამოქმედდება, ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შედის. ამ ინფორმაციის ფონზე „ჩელსის” მავანმა თანამშრომელმა ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტანა ამბავი, რომ მაურიციო სარის...
ზიდანაკლისი
OK Diario-ს თანახმად, „რეალში” კრიშტიანუ რონალდუზე მეტად ზინედინ ზიდანს მისტირიან. გეხსომებათ, რომ მადრიდელებმა ზიდანიცა და რონალდუც გასულ ზაფხულს დაკარგეს. მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ეს სრულიად მოულოდნელი გახლდათ — ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვებიდან ორიოდ კვირის მერე; უდიდესი წარმატების ფონზე. თავდაპირველად ზიდანი წავადა. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ორნახევარი საოცრად წარმატებული წლის შემდეგ ლეგენდარულმა ფრანგმა ერთწლიანი დასვენება...
სარიმ თქვა სულ არ მადარდებსო
მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ. სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო. გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან...









