ჭდე: ზინედინ ზიდანი

Home ზინედინ ზიდანი
თუ მარინოჩკა აზრს ზიდანსაც დაეკითხება
ჩანაწერი

თუ მარინოჩკა აზრს ზიდანსაც დაეკითხება

ინგლისში ხმა დაირხა, რომ ზინედინ ზიდანი „ჩელსის” სათავეში ჩადგომაზე ყაბულსაა, ოღონდ თავის პირობებს აყენებს: სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად 200 მილიონ გირვანქას (228 მილიონ ევროს) ითხოვს. უფრო სრულყოფილად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დასავლეთ ლონდონელებს ხელმოცარული მაურიციო სარის შეცვლაზე დათანხმდება, ის მოითხოვს: ახალ კონტრაქტს ედენ აზარისთვის, რომელიც გაქცევაზე აღარ იფიქრებს და მწვრთნელს საშუალება მიეცემა...

ის იქით, ეს აქეთ
ჩანაწერი

ის იქით, ეს აქეთ

გარეთ ბეილი სულ დამტვრეულია, ქარიმ ბენზემა საკუთარი თავის ჩრდილია… „რეალში” სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, „ლოს ბლანკოსს” რომ არ შეჰფერის და ამიტომაც ამბობენ, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის წყალი აქვს შეყენებულიო. ამ ბოლო დღეებში კი გავრცელდა ჭორი, რომ ფლორენტინო პერესს „სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ ჟოზე მოურინიუს დაბრუნება უნდა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა...

ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი
ჩანაწერი

ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი

„მანჩესტერ იუნაიტედის”, უფრო სწორად კი ჟოზე მოურინიუს ამბავი უკვე სერიალის სახეს იღებს. კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ მის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მიყვანას აპირებს, პორტუგალიელი კი შეფებთან იანვრის სატრასფერო ფულზე აპირებს ლაპარაკს. მოკლედ, ასეა: ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფისში დირექტორატის შეხვედრაა დანიშნული, მანამდე კი მოურინიუ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს უნდა შეხვდეს. ამბობენ, შეხვედრა სადმე ლონდონში გაიმართებაო....

ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო
ჩანაწერი

ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ბოლო ცნობა ის არის, რომ ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემთხვევაში, კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ანუ აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავს. როგორც გახსოვთ, აქამდე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს ასახელებდნენ, ახლა კი პოჩეტინიოზე დაიწყეს ლაპარაკი. მთავარი სიახლეც სწორედ ეს არის. მიზეზი: თურმე ვუდვორდი ფიქრობს, რომ ზიდანს „რეალში” სხვა...

პირადად დაურეკა!
ჩანაწერი

პირადად დაურეკა!

The Sun-მა შეიტყო, რომ ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიუს დაურეკა — ისეთი ამბავია ატეხილი, არ იფიქრო, თითქოს რაღაც მანქანებით ძირს გითხრიდეო. ზიდანი აღმოსავლელი კაცია, მარსელის ქუჩებში გაზრდილი და როგორც ჩანს ცხოვრებაში სხვა მორალური კოდექსით ხელმძღვანელობს. ზიზუს „განსაკუთრებულისთვის” უთქვამს, ერთადერთი, რაც მე ჩემს აგენტებს ვთხოვე იმის გარკვევა იყო, ოდესმე „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის ძებნას თუ დაიწყებდა, ჩემი...

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის
ჩანაწერი

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის

როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და  „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც,...

ზიდანი რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება…
ჩანაწერი

ზიდანი რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება…

„მანჩესტერ იუნაიტედში” რთული მდგომარეობაა. გუნდს ჩემპიონატი 1992 წლის შემდეგ ასე ცუდად არ დაუწყია. კლუბის დირექტორატში ფიქრობენ მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ დატოვონ თუ ვინმე შემცვლელი მოუძებნონ. ოთხი პრემიერლიგური ტურის შემდეგ „წითელ ეშმაკებს” მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ. განსაკუთრებით მწარე შინ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 დამარცხება გამოდგა. პორტუგალიელს პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტებთანაც გაუმძაფრდა ისედაც მუდამ სკანდალური...

თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა
ჩანაწერი

თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა

„სანმა” შეიტყო, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს გაუშვებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი სამსახურს ზინედინ ზიდანს შესთავაზებს. მოურინიუს შესაძლო გაშვებაზე ამ ბოლო დროს ინტენსიურად ალაპარაკდნენ. გუნდის ამერიკულ შეკრებაზე თავად პორტუგალიელიც ნირწამხდარი იყო. როგორც ამბობენ, ფეხბურთელებმა მიაქციეს კიდეც მწვრთნელის უხასიათობას ყურადღება და ეს მათ შორის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მოურინიუს უგუნებობის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ...

ორი განსხვავება ლოპეტეგისა და ზიდანს შორის
ჩანაწერი

ორი განსხვავება ლოპეტეგისა და ზიდანს შორის

ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. ისიც ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამ მეთოდების მიხედვით ბევრს ვერაფერს დაასკვნი, წარმატებული და წარუმატებელი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ თემა მაინც საინტერესოა. „მარკაც” სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ესპანურმა გაზეთმა „რეალის” ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში შეიხედა. მართალია, „რეალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ბოლო დღეებამდე მეტწილად ჯერ კიდევ დასასვენებლად იყვნენ და ახალ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის,...

გრიზუს გრიზი მირჩევნია
ჩანაწერი

გრიზუს გრიზი მირჩევნია

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა: „ოქროს ბურთი”: ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის” კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი” დიდად არ მანაღვლებს. თავს დავდებ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. ყველაფერს რაც შემდეგ მოხდება, მოგვიანებით მივესალმები....