ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
აგენტი პარიზში ჩავიდა
ჩანაწერი

აგენტი პარიზში ჩავიდა

არ ცხრება ლაპარაკი ვიქტორ ოსიმენზე. ბოლო ცნობის თანახმად, გუშინ მისი აგენტი პარიზს გაემგზავრა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელთა ბაზრის სპეციალისტმა, „სქაი სპორტის” ეთერიდან ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. დი მარციო ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენი” „ნაპოლის” ნიგერიელის სანაცვლოდ ფულის გარდა ასარჩევად რამდენიმე ფეხბურთელსაც სთავაზობს. ლაპარაკია „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის ყოფილ თანაგუნდელ, ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ფრანგ მარჯვენა მცველ ნორდი მუკიელესა...

ტყუპების დაშორება არ შეიძლება
ჩანაწერი

ტყუპების დაშორება არ შეიძლება

გავლენიანი იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა” „ნაპოლის” ახალი შეთავაზება გაუგზავნა: 200 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მიიჩნევს, რომ „ტყუპების დაცალკევება არ შეიძლება”, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი — ნეაპოლელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ 77 ნომერი არ იყიდება. რომაული გამოცემის სტატიაში წერია,...

მორატა მილანში წავა, ატლეტიკო ბაზარში, კოლო მუანი მადრიდში…
ჩანაწერი

მორატა მილანში წავა, ატლეტიკო ბაზარში, კოლო მუანი მადრიდში…

სატრანსფერო ბაზარი დიდი ხნის გაღებული არ არის, „ნაპოლიმ” კი უკვე მოასწრო სამი ფეხბურთელის დაბევება: იტალიელები ლეონარდო სპინაცოლა და ალესანდრო ბონჯორნო, აგრეთვე ესპანელი რაფა მარინი ფაქტობრივად უკვე „მარადონაზე” არიან. სამივე მცველია. 22 წლის რაფა მარინი „რეალის” საკუთრებაა, თუმცა ბოლო სეზონში იჯარის წესით „ალავესში” თამაშობდა. ახლა, ნეაპოლელთა წინაშე დიდი საკითხი დგას: ვიქტორ ოსიმენის დაბინავება. როგორც „სქაის” ჟურნალისტი...

პსჟ კატას უბრუნდება
ჩანაწერი

პსჟ კატას უბრუნდება

„ნაპოლის” ფეხბურთელებზე იმის თქმა, რომ „პარი სენ ჟერმენში” გადადიან, როგორც ჩანს ნორმად დამკვიდრდა. ბოლო ინფორმაციით მას მერე რაც კილიან მბაპე გაუშვეს მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩენილი პარიზელები სხვადასხვა ვარიანტების განხილვის მერე ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდნენ. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ვერავინ იპოვა ვინც ნაწილობრივ მაინც შეავსებდა მბაპეს დანაკლისის. არადა, ესპანელ მწვრთნელს ბევრი გოლის გამტანი...

ოსიმენში 130 მილიონს არ გადაიხდიან
ჩანაწერი

ოსიმენში 130 მილიონს არ გადაიხდიან

იტალიელი ჟურნალისტი და ტრანსფერების ექსპერტი ალფრედო პედულა SportItalia-ს პოდკასტში გამოვიდა და „ნაპოლისთან” დაკავშირებულ საკითხებს შეეხო: „ვიქტორ ოსიმენს საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა. შესაბამისად, „ნაპოლი” 130 მილიონ ევროს ვერ მიიღებს. „პარი სენ ჟერმენმა” და სხვებმა კი მაქსიმუმ 80 მილიონი გაიღონ. და რა მოხდება თუ რომელიმე კლუბი აურელიო დე ლაურენტისს 80 მილიონს შესთავაზებს? უნდა ვივარაუდოთ, რომ მართალია...

კვარა თუ ოსიმენი?
ჩანაწერი

კვარა თუ ოსიმენი?

64 წლის ფრანჩესკო რომანო ფეხბურთელობისას ნახევარმცველი იყო. 1986-89 წლები მან „ნაპოლიში” გაატარა — 65 შეხვედრა ჩაატარა. „აძურის” გარდა თამაშობდა „მილანში”, „ტორინოში” და სხვა ნაკრებად ცნობილ გუნდებში. იტალიის ნაკრებთან ერთად იყო ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მოედანზე ფეხი არ შეუდგამს და კარიერა ისე დაამთავრა, რომ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების გრაფაში ნული უწერია. ფრანჩესკო რომანომ CalcioNapoli24-ს ინტერვიუ...

კვარაცხელია, (მორიგი) ვითომ კარგი იდეა პარიზელთათვის
ჩანაწერი

კვარაცხელია, (მორიგი) ვითომ კარგი იდეა პარიზელთათვის

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წარმატებული სეზონი ჰქონდა, საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, „პარი სენ ჟერმენი” იძულებულია შეტევა გააძლიეროს. მიზეზი? გუნდი დატოვა კილიან მბაპემ, რომელსაც წელიწადში 30 გოლი გაჰქონდა. და მართალია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს თვეობით აკრიტიკებდნენ, ახლა გასარკვევია ვინ შეავსებს ამ დანაკლისს? დღეს, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში მატვეი საფონოვის დონარუმას დუბლიორად ჩამოყვანაზე...

ოსიმენი დაშავდა
ჩანაწერი

ოსიმენი დაშავდა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ეროვნული გუნდის უახლოეს შეხვედრებში ვერ ითამაშებს, რადგან დაშავდა და ოთხკვირიანი მკურნალობა სჭირდება. ეს ინფორმაცია X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ნიგერიის ეროვნული გუნდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. „სუპერარწივების” მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფინიდი ჯორჯმა ოსიმენი „ენუგუ რეინჯერის” მარცხენა მცველით კენეტ იგბოკეთი შეცვალა. ნიგერიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები ელით სამხრეთ აფრიკასა და ბენინთან. ოსიმენის კლუბ „ნაპოლის” კი ჯერჯერობით...

პარიზი მადაზე მოვიდა
ჩანაწერი

პარიზი მადაზე მოვიდა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დიდი სიურპრიზებისთვის ემზადება. ახლა, როდესაც საკლუბო სეზონი ფაქტობრივად დასრულდა, სულ მეტად და მეტად აქტიურდება მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ჭორი თუ მართალი. ბევრი ევროპული კლუბი გაძლიერებას აპირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი „პარი სენ ჟერმენია”. ხოლო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის შეძენაც ბობოლებს სურთ, არის ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი...

ოსიმენმა კი 125 ათასი ჩაიჯიბა
ჩანაწერი

ოსიმენმა კი 125 ათასი ჩაიჯიბა

„ნაპოლიმ” სტუმრად „უდინეზესთან” 1:1 ითამაშა. ანგარიში 51-ე წუთზე ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, 90+2 წუთზე კი მისმა თანამემამულემ აიზეკ საქსესმა გაათანაბრა. ჩვენ ნეაპოლელის გოლზე შევჩერდეთ. ის მატეო პოლიტანოს პასით გავიდა და ავტორს 125 ათასი ევრო მოუტანა. უდინელთა კარში შეგდებული ბურთი ლაგოსში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მე-15 გამოდგა. სწორედ ამიტომ გადაუხდის მას კლუბი ბონუსს. ეს პრემია კონტრაქტის...